ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 78 განცხადება, დაკმაყოფილდა 78 მოთხოვნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა.
2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
2014 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოხელეების მიერ:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
რუსთავის მერი: დავით ჯიქია