შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“ –სათვის საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №972

2014 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი      

 

შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“-სათვის საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“-ს გაუუქმდეს საბროკერო კომპანიის ლიცენზია N20045 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 9 სექტემბრის №144 ბრძანება „შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +“-სათვის საბროკერო კომპანიის სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ“.

2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                           ო. ნადარაია