ა) კომუნალური სუბსიდირება (კოდი: 6.2.1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სხვა ოჯახებისათვის, კომუნალური სუბსიდიის დარიცხვის წესი და ოდენობა განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვი) 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა 50 ლარის ოდენობით (6.2.2).
გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა ყოველ მე-3, მე-4, მე-5 და მეტ ახალშობილზე. ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 1000 ლარის ოდენობით, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარის ოდენობით (6.2.3).
დ) 100 წელს მიღწეულ და გადაცილებულ ხანდაზმულთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 1000 ლარის ოდენობით (6.2.5);
ე) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის: 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მერიის მიერ დაფუძნებული ხელოვნების სკოლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სპორტული სკოლებში და საცურაო აუზებში (6.2.6);
ვ) სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლის და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების სკრინინგი (გაეროს ფონდის თანადაფინანსება): სარძევე ჯირკვლის სკრინინგი (ქ.თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები; ამბულატორიულ-ქირურგიული ოპერაციები), საშვილოსნოს ყელის სკრინინგი (ქ.თბილისში მცხოვრები 25-60 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები), წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 50-70 წლამდე ასაკის მამაკაცების გამოკვლევები), სწორი ნაწლავის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის მოქალაქეების გამოკვლევები) (6.1.2);
ზ) ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანისას 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გზით გადაყვანისას 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დადგენილ კატეგორიებს ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს ორი მგზავრობისის ანაზღაურება) (6.2.11);
თ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც სარგებლობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება (6.2.11);
ი) M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, შეღავათიანი (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50-%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის შემთხვევაში ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება (ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას გასნსაზღვრული 0,65 ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) დედაქალაქში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისათვის: 1) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში; 3) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 4) სამხედრო ძალების ვეტერანები; 5) მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრები; 6) „სოციალურად დაუცველი ოჯახების ინდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები (6.2.11);
კ) სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები (6.2.9) და სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში (6.2.18) ქვეპროგრამის ფარგლებში თანხების განკარგვა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის თანახმად