1. ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, თბილისის რაიონების გამგეობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს, ხოლო სადაც საშტატო რიცხოვნობის 2%-ი შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.
2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, რაიონების გამგეობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტები არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით.