1. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.

2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს.