2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტები არ ვრცელდება ქ. თბილისის საკრებულოზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით