მუხლი 21🔗

2014 წლის ბიუჯეტის შემდეგ პროგრამებში და ქვეპროგრამებში -  1.1.1, 1.1.8, 1.1.9, 1.1.10, 1.1.11, 1.1.12, 1.1.13, 1.1.14, 1.1.15, 1.1.16, 1.1.17, 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.6, 1.2.7, 2.1, 2.2, 2.3, 2.5, 2.6, 2.7, 2.8, 2.9.1, 2.9.10, 2.9.11, 2.9.12, 2.9.13, 2.9.14, 2.9.15, 2.9.16, 2.9.17, 2.9.18, 2.9.19, 2.10, 2.11, 3.1, 3.2, 4.2, 4.3, 4.4, 4.5, 4,6, 4.7, 6.1.2, 6.1.3, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9, 6.1.10, 6.2.6, 6.2.20, 6.2.22, 6.3, 7.1, 7.2.3, 7.2.4, 8.4, 8.5, 8.6.1, 8.6.3, 8.6.7, 8.7 – ფინანსური ვალდებულების აღება, საკასო და ფაქტიური ხარჯების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებული პროექტების ფარგლებში. პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებებს, განმახორციელებელ სამსახურს/გამგეობას, განხორციელების არეალს, შესაძლებლობის შემთხვევაში მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ტექნიკური მახასიათებლებს  და განხორციელების ვადებს. პროექტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, საკრებულო 7 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს მერიას. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში პროექტი ითვლება შეთანხმებულად. პროექტებზე, რომელთა ფარგლებში ბიუჯეტის დამტკიცების მომენტისთვის აღებულია ფინანსური ვალდებულება ან გამოცხადებულია ტენდერი, მერია, პირველ აპრილამდე წარმოადგენს ინფორმაციას ფაქტიური მდგომარეობის შესახებ