ა) კომუნალური ვაუჩერი (6.2.1), რომლითაც სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს გამოეყოფა 250 ლარი, რითაც ანაზღაურდება კომუნალური მომსახურების ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ღირებულება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით, ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
ყველა სხვა კატეგორიის ოჯახებზე გამოიყოფა 100 ლარი, რომელიც ჩაირიცხება კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, წყალი, დასუფთავება) სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე.
ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვით), ყოველთვიურად ერთჯერადი მატერიალური დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით (6.2.2).
გ) `სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება მე-3 ახალშობილზე - 600 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე - 800 ლარის ოდენობით, ყოველ შემდეგ ახალშობილზე თანხა გაიზრდება 200 ლარის ოდენობით (6.2.3).
დ) 100 წელს მიღწეულ და გადაცილებულ ხანდაზმულთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 400 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთათვის (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით) - 600 ლარის ოდენობით (6.2.5).
ე) `სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის: 2013-2014, 2014-2015 სასწავლო წლებისათვის თბილისის ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური განათლების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სწავლების ერთი დამატებითი სემესტრი) საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლების ღირებულების 50%-ის (არაუმეტეს უმაღლესი სახელმწიფო გრანტის ოდენობის ¼–სა სემესტრში) დარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშებზე სემესტრების მიხედვით. 70% გრანტის შემთხვევაში მოხდეს დარჩენილი 30%-ის შევსება სახელმწიფო გრანტის სრულ ოდენობამდე; 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მერიის მიერ დაფუძნებული სამუსიკო სკოლების და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრებსა და სპორტული სკოლებში (6.2.6).
ვ) სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლის და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების სკრინინგი (გაეროს ფონდის თანადაფინანსება): სარძევე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები; ამბულატორიულ-ქირურგიული ოპერაციები), საშვილოსნოს ყელის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 25-60 წლამდე ასაკის ქალების გამოკვლევები), წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 50-70 წლამდე ასაკის მამაკაცების გამოკვლევები), სწორი ნაწლავის სკრინინგი (ქ. თბილისში მცხოვრები 40-70 წლამდე ასაკის მოქალაქეების გამოკვლევები) (6.1.2).
ზ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ ქ.თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით – 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გადაყვანისას – 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება; (6.2.11).
თ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც სარგებლობენ ქ. თბილისის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება, გარდა იურიდიული პირე ბისათვის (“კორპორატიული კლიენტი“) დაწესებული შეღავათისა; (6.2.11).
ი) დედაქალაქში რეგისტრირებული: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავების, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების; სამხედრო ძალების ვეტერანების; მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრების; „სოციალურად დაუცველი ოჯახების ინდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების 50-%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის ფaსის ანაზღაურება M2 კატეგორიის იმ ავტობუსით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ხოლო ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას გასნსაზღვრული 0,65 ლარის მგზავრობის ფასის შემთხვევაში, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება. მე-„3“ პუნქტში მითითებულ მოქალაქეებზე, რომლებიც მგზავრობენ M2 კატეგორიის იმ ავტობუსით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, აღნიშნული შეღავათები ვრცელდება დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობაზე. (6.2.11).
კ) სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები (6.2.9) და სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში (6.2.18) ქვეპროგრამის ფარგლებში თანხების განკარგვა განხორციელდეს ქ. თბილისის მთავრობის მიერ, საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის თანახმად. აღნიშნული მოთხოვნა ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.
ლ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტირებული 4 და მეტი სულიანი ოჯახების (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების) მიერ მოხმარებული წყლის საფასურის ასანაზღაურებლად თანაგადახდა 50%-იანი შეღავათის გაწევის მიზნით. ანაზღაურება მოხდება ყოველი წინა თვის სოციალურად დაუცველთა დაზუსტებული ბაზის მიხედვით (6.2.19)