ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 10.26-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები და ქ. თბილისის მთვრობის მიერ აღიარებული ვალდებულებები.

წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2014 წელს საბიუჯეტო დაწესებულებისა და ორგანიზაციების  ასიგნებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.