ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 10.26-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ აღიარებული ვალდებულებები.

წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2015 წელს საბიუჯეტო დაწესებულებისა და ორგანიზაციების  ასიგნებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.