2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, რაიონების გამგეობებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 10%-ს.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტები არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმები