1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულებმა და რაიონულმა გამგეობებმა ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს  წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.

2. საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.