განისაზღვროს სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ასიგნებები 21000,0 ათასი ლარით:

ათას ლარებში

ორგანიზა
-ციული კოდი

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

2011 წლის გეგმა

12 00

სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო

21 000,0

მომუშავეთა რიცხოვნობა

2 061,0

2

ხარჯები

21 000,0

25

სუბსიდიები

21 000,0

მიზანი:

ქ. თბილისში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესება;

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ფარგლებში რეგისტრირებული მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულყოფილი და ოპერატიული პირველადი სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

– საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება - სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა;

– სამოქალაქო თავდაცვაზე უსაფრთხოების მოთხოვნათა კონტროლი და დარღვევების აღკვეთა;

– ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშოების ჩატარება;

– სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

– სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე;

– მოსახლეობის ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურება;

– სამსახურის ფუნქციონირებისათვის არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის შეძენა;

–სხვა ღონისძიებები.

მოსალოდნელი შედეგი:

– მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

– სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია;

– მეხანძრეთა და მაშველთა გაუმჯობესებული სოციალური პირობები;

– დროული და კვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მიზანმიმართული ჰოსპიტალიზაცია, სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება;

– განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

შეფასების კრიტერიუმი:

– სტიქიური მოვლენებისაგან დაცული მოსახლეობა და ქონება;

– საავარიო სამაშველო სამუშაოების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული და ხარისხიანი წარმოება;

– საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობისა და დაზიანებული ქონების შემცირება 40%-ით.

–მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა.

თავი VIმარეგულირებელი ნორმე