სსიპ ქალაქ თბილისის №211 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ქალაქ თბილისის #211საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
· დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
· დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
· შემოსული/გასული წერილები;
· სკოლის საშტატო განრიგი და სატარიფიკაციო სია;
· სამეურვეო საბჭოს შესახებ ინფორმაციული ბაზა;
· ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;
· მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეების შესახებ;
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2014 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
· მონაცემები სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;
· მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ფარგლებში;
· მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;
· მონაცემები მოსწავლეთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
· მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
· მონაცემები საატესტატო გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
· მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
· მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის დუბლიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;
· მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2014 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 4 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა,
2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა,
4. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა,
5. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა,
6. დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
სკოლის დირექტორი თინათინ ქოროღლიშვილი