წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალის დაკარგვა 03.07.2023
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.06.2023
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №86
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქარველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადებისთვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისთვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორის სტატუსი
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირებაზე მიიღება: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
3. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს მსურველმა, რომელიც ფლობს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს და იცის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
მუხლი 4🔗.
სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ საკრებულოს აპარატის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4 ერთეულისა.
2. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
4. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის, შესაძლებელია, აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების უწყვეტობა
საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად: პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
მუხლი 6🔗.
სტაჟირების გავლის წესი
1. საკრებულოს აპარატში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების (GPA, მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით, მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) მიხედვით, განაწილება, შესაბამის საჯარო დაწესებულებებში, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
3. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
4. საკრებულო ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოს აპარატში არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე, ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
5. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია საკრებულოს აპარატში.
მუხლი 7🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები.
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში, ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს.
ბ) დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ტექნიკურ-ორგანიზაციულ მოწყობაში.
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის დებულებითა და შესაბამისი გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
მუხლი 8🔗.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ
1. საკრებულო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, საკრებულო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. საკრებულო ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, საჯარო სამსახურიუს ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი, პირადად, აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს შინაგანაწესის ან/და საკრებულოსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებს საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 11🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.