წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2023 წლის 30 ივნისი ქ. წყალტუბო |
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია, უზრუნველყოს:
ა) მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) სტაჟიორის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;
დ) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
ა) სტაჟირება – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში;
გ) სტაჟიორის კონკურსი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;
დ) სტაჟირების მსურველი პირი – პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და წარდგენილი აქვს განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სტაჟირების გავლის მიზნით;
ე) ცნობა – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე;
ვ) სტაჟიორის მენტორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
2. სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
4. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის, შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
2. სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. საკრებულო უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს საკრებულოს ან/და სხვა ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
3. სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განაცხადის წარსადგენად პირს ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
4. სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისია/პირს. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისია/პირი სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატს, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, წარუდგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში, მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის განმავლობაში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს სტაჟიორის მენტორის თანხმობით:
ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს;
ბ) დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
ბ) საკრებულო სტაჟიორს განუსაზღვრავს სტაჟიორის მენტორს;
გ) აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, საკრებულო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
ა) საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს;
ბ) გაუნაწილოს/განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;
გ) გაუწიოს მონიტორინგი სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს, უფლებამოსილია შეფასების წესის ან დასაბუთებული წერილობითი არგუმენტაციის საფუძველზე, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო;
დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ, ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
2. სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12-თვიანი ვადისა.
ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.
2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია, სტაჟირება აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის
დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 და 842 მუხლებისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი
დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები