1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ. თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშეწყვეტს აუქციონის  ფორმით განკარგულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთისამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. იმ სამუშაოთა წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხზე, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, გადაწყვეტილება მიიღება ქ. თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ. თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოსთანხმობის გარეშე, წყვეტს აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილი ქონების მესამე პირზე იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის საკითხს,  თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობას.

3. აუქციონატორი უფლებამოსილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და ქალაქ თბილისის საკრებულოს თანხმობის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება  აუქციონის ფორმით შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან დაკავშირებით (თუ აღნიშნული საკითხი განსაზღვრულიაან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ან/და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულები