1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.
3. აუქციონშიგამარჯვებულისმიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა და განვადების საფასურისა) ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხების მიღების უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს, რომელიც გონივრულ ან/და დადგენილ ვადებში მის ანგარიშებზე ქონების განკარგვიდან მიღებულ თანხებს მიმართავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით.
5. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ აუქციონში გამარჯვებული ინფორმაციას, როგორც წესი, ადასტურებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების ფარგლებს, აუქციონშიგამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა.
7. ფინანსური ვალდებულებების გარდა, სხვა სააუქციონო პირობები დავალდებულებები შესრულებულად ითვლებ აქ. თბილისის მთავრობის მიერ მათი შესრულების მიღების/დადასტურების დადასტურების მომენტიდან.
8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონში გამარჯვებული საუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ.
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონში გამარჯვებულის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან (გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებებისა) გათავისუფლების ან/და სხვა შესრულების მიღების შესახე