თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №161
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016415
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| თარიღი | ______ 20__ წელი |
| დრო | ორშაბათი |
| გრძელვადიანი მიზანი | შედეგი მიღწეულია - 3 ნაწილობრივ მიღწეულია_ 2 არ არის მიღწეული_ 1 |
| მოკლევადიანი მიზანი | შედეგი მიღწეულია - 3 ნაწილობრივ მიღწეულია_ 2 არ არის მიღწეული_ 1 |
| სახელი,გვარი | თანამდებობა |
| გრძელვადიანი მიზანი | თარიღი |
| 1.1 მოკლევადიანი მიზანი | თარიღი |
| გადახედვის თარიღი | შეტანილი ცვლილება/ცვლილებები |
| 2.1. მოკლევადიანი მიზანი/მიზნები | თარიღი |
| სახელი, გვარი | დაბადების თარიღი |
| შემოსვლის თარიღი | გაწერის თარიღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №161
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ (შემდგომში - პროგრამა) განხორციელების ინსტრუქცია N1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „პროგრამის განხორციელების განრიგი“ N2 დანართის, „ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შეფასების ფორმა“ N3 დანართის, „ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა“ N4 დანართის, „ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში „ატლანტისი“ მონაწილეობის თაობაზე ბენეფიციარის თანხმობის ფორმა“ N5 დანართის, „სერთიფიკატის“ ფორმა N6 დანართის და „ბენეფიციარის შეფასების ფორმა პროგრამის დასრულებისას“ N7 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
პროგრამა განხორციელდეს შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში:
ა) N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
ბ) N5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) N6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
მუხლი 4🔗
დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყოფა, საშტატო უზრუნველყოფა და პერსონალის შერჩევა არაუგვიანეს 2015 წლის 10 თებერვლისა.
მუხლი 5🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი - სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს პროგრამის განხორციელებისათვის შერჩეული პერსონალისათვის სასწავლო პროგრამის შემუშავება და მათი გადამზადება არა უგვიანეს 2015 წლის 28 თებერვლისა.
მუხლი 6🔗
პროგრამის განხორციელება დაიწყოს 2015 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 7🔗
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი - მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი - მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი N1
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების
ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) „ატლანტისი“ განხორციელებას.
მუხლი 2🔗. პროგრამის არსი
1. პროგრამა წარმოადგენს ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან სხვა ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა (შემდგომში - ბენეფიციარი) რეაბილიტაციის თერაპიულ მოდელს.
2. პროგრამა მტკიცდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა
1. პროგრამა ხორციელდება დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ბენეფიციართა საცხოვრებელი და პროგრამის განსახორციელებელი ოთახები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორია მოიცავს:
ა) ოთახს ჯგუფური თერაპიისთვის;
ბ) ოთახს ინდივიდუალური თერაპიისთვის;
გ) აუდიტორიას;
დ) ბიბლიოთეკას, რომელიც შესაძლებელია განთავსებული იყოს აუდიტორიაში;
ე) ოთახს პროგრამის პერსონალისთვის;
ვ) სივრცეს სპორტული აქტივობებისთვის.
ზ) პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო სხვა ოთახებს.
3. საცხოვრებელი ფართის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე არ შეიძლება იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები, ხოლო პროგრამის განსახორციელებელი ოთახის საერთო ფართი ინდივიდუალური თერაპიისთვის - 10 კვ.მ-ზე ნაკლები, ჯგუფური თერაპიისთვის და აუდიტორია - 30 კვ.მ-ზე ნაკლები.
4. პროგრამაში შესაძლებელია ერთდროულად მონაწილეობდეს არაუმეტეს 12 ბენეფიციარი.
მუხლი 4🔗. პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფი
1. პროგრამის განსახორციელებლად დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტის) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეებისაგან, რომლებიც მიმაგრებული არიან დაწესებულებას, იქმნება ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი).
2. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:
ა) პროგრამის ფსიქოლოგი;
ბ) თერაპიის ინსტრუქტორი.
3. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნას სხვა პირი.
4. საჭიროების შემთხვევაში ერთ დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე ჯგუფი.
მუხლი 5🔗. პროგრამის ფსიქოლოგი
პროგრამის ფსიქოლოგი:
ა) მართავს და კოორდინაციას უწევს ჯგუფის საქმიანობას;
ბ) იწვევს და ხელმძღვანელობს ჯგუფის შეხვედრებს;
გ) აფასებს ჯგუფის თითოეული წევრის საქმიანობას და შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად;
დ) ორგანიზებას უწევს პროგრამის მიმდინარეობას და მონაწილეობს მის განხორციელებაში;
ე) ამზადებს ჯგუფის საქმიანობის ამსახველ კვარტალურ ანგარიშებს და წარუდგენს მათ დაწესებულების დირექტორს, დაწესებულების მთავარ ექიმს, დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს;
ვ) მონაწილეობს ბენეფიციართა შერჩევაში;
ზ) განსაზღვრავს პროგრამის განხორციელების განრიგს (დანართი N2);
თ) უზრუნველყოფს ჯგუფის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოებას;
ი) პასუხისმგებელია პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილ და ადგილზე არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.
მუხლი 6🔗. თერაპიის ინსტრუქტორი
თერაპიის ინსტრუქტორის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) პროგრამის განხორციელებასა და ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა;
ბ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის პირობების, მათ შორის პროგრამის განხორციელების განრიგისა და ბენეფიციარის პროგრამაში მონაწილეობაზე კონტროლი;
გ) პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან შესაბამისი მუშაობა;
დ) ბენეფიციარის ინდივიდუალური დოკუმენტაციის წარმოება;
ე) თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით არანაკლებ თვეში ერთხელ ჯგუფისათვის შეფასების წარდგენა (დანართი N3);
ვ) ბენეფიციართა მიერ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწორ ექსპლუატაციასა და დაცულობაზე კონტროლი.
მუხლი 7🔗. პროგრამა და ვადები
1. პროგრამა შედგება მულტიდისციპინური აქტივობებისგან (მათ შორის ლექციები, ტრენინგები, ჯგუფური თერაპია, ინდივიდუალური კონსულტაცია), რაც გაწერილია ყოველდღიური განრიგის სახით.
2. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.
3. პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 2 თვემდე ვადით შემდეგ შემთხვევებში:
ა) თერაპიული საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) ობიექტური მიზეზების გამო ადგილი ჰქონდა თერაპიის გარკვეული ვადით შეწყვეტას.
4. ბენეფიციარისათვის პროგრამის ვადის გაგრძელების საკითხს და ხანგრძლივობას ჯგუფის წინაშე აყენებს თერაპიის ინსტრუქტორი, არანაკლებ პროგრამის დასრულებამდე 2 კვირით ადრე. ჯგუფის შეხვედრის თაობაზე დგება ოქმი.
5. გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გაგრძელების თაობაზე მიიღება პროგრამის ფსიქოლოგის მიერ, რის შესახებაც წერილობით ეცნობება დაწესებულების დირექტორს და დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს.
მუხლი 8🔗. ბენეფიციარის შერჩევა
1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარებს არჩევს კომისია (შემდგომში - კომისია), რომელსაც ქმნის დაწესებულების დირექტორი. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების დირექტორი.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსი ან სოციალური მუშაკი;
ბ) დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ან ამავე განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე;
გ) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ან ამავე განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე;
დ) დაწესებულების მთავარი ექიმი ან ექიმი;
ე) პროგრამის ფსიქოლოგი.
3. კომისიის მიერ ბენეფიციართა შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) მსჯავრდებული არის ალკოჰოლზე ან/და ნარკოტიკზე ან/და ფსიქო-აქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების მქონე;
ბ) მსჯავრდებულს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში და აცხადებს წერილობით თანხმობას შეასრულოს პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები და მონაწილეობა მიიღოს პროგრამის დღის განრიგით განსაზღვრულ აქტივობებში;
გ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას;
დ) მსჯავრდებული საფრთხეს არ წარმოადგენს პროგრამაში მონაწილე სხვა პირებისა და დაწესებულების მოსამსახურეთათვის.
4. კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობა.
5. კომისია ბენეფიციარის შერჩევაზე გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ მომზადებული მოხსენება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე) შესწავლისა და ბენეფიციართან შეხვედრის შემდეგ. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კომისია მსჯავრდებულს უწევს რეკომენდაციას დაწესებულების დირექტორის წინაშე, რომელიც ბრძანებით ამტკიცებს მის მონაწილეობას პროგრამაში.
მუხლი 9🔗. ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა
1. პროგრამაში ბენეფიციარის მიღების შემდეგ, ჯგუფი ახდენს მასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზს და ატარებს მასთან ერთობლივ ინტერვიუს.
2. ჯგუფი, ბენეფიციართან ერთად 2 კვირის ვადაში ადგენს ოთხი თვის ინდივიდუალურ გეგმას (დანართი N4), რომელშიც მითითებულია ბენეფიციართან დაკავშირებული პრობლემები, მათი დაძლევის მიზნით განსახორციელებელი აქტივობები და პასუხისმგებელი პირები. ბენეფიციარი წერილობითი თანხმობით (N5 დანართის) ადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინდივიდუალური გეგმის შესადგენად განსაზღვრული 2 კვირა შედის პროგრამის საერთო ვადაში.
4. ჯგუფი, როგორც წესი, იკრიბება კვირაში ერთხელ მაინც.
5 ჯგუფის ნებისმიერი წევრის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ჯგუფი უფლებამოსილია მოახდინოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის განხილვა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
6. ინდივიდუალური გეგმის საბოლოო ვერსიის შედგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბენეფიციარს.
7. ბენეფიციარი უფლებამოსილია:
ა) წერილობით წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაზე ან მასში შეტანილ ცვლილებებზე;
ბ) უარი განაცხადოს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაზე ან მასში შეტანილი ცვლილებების განხორციელებაზე.
8. ბენეფიციარის მიერ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაზე ან მასში შეტანილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრებების წერილობით წარდგენის შემთხვევაში, ჯგუფი ვალდებულია წარდგენიდან 2 სამუაო დღის განმავლობაში განიხილოს ბენეფიციარის მოსაზრებები და ჩამოაყალიბოს სამოქმედო გეგმის საბოლოო სახე.
9. ბენეფიციარის მიერ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე ან ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე უარის თქმა წარმოადგენს ბენეფიციარის პროგრამიდან გარიცხვის საფუძველს.
მუხლი 10🔗. ბენეფიციარის უფლება-მოვალეობები
1. პროგრამის მსვლელობისას ბენეფიციარი შეუზღუდავად სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც დადგენილია დაწესებულების დებულებით.
2. ბენეფიციარზე ვრცელდება დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ყველა ის ფორმა, რაც დაწესებულების დებულებით არის განსაზღვრული.
3. ბენეფიციარი ვალდებულია:
ა) დაესწროს და შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები.
ბ) დაიცვას პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ბენეფიციარის თანხმობის დოკუმენტით განსაზღვრული პირობები (დანართი N5).
4. ბენეფიციარს, პროგრამაში მონაწილეობის ნებისმიერ ეტაპზე, უფლება აქვს განაცხადოს უარი მასში მონაწილეობაზე.
მუხლი 11🔗. ბენეფიციარის გაფრთხილება და გარიცხვა პროგრამიდან
1. დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგომა ბენეფიციართან მიმართებით ან ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევა, შეიძლება გახდეს ბენეფიციარის პროგრამიდან გარიცხვის საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში, ბენეფიციარის პროგრამაში დარჩენის საკითხს განიხილავს კომისია.
3. კომისია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევისას, ბენეფიციარის პროგრამაში დარჩენის საკითხს იხილავს, დასაბუთებული ინფორმაციის მიღებიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
4. კომისია ბენეფიციართან გასაუბრების შედეგად, ხმათა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ბენეფიციარის პროგრამაში დატოვების თაობაზე;
ბ) ბენეფიციარისათვის გაფრთხილების მიცემისა და გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის თაობაზე, მაგრამ არაუმეტეს 14 დღის ვადისა;
გ) ბენეფიციარისთვის პროგრამაში მონაწილეობიდან გარიცხვის თაობაზე.
5. ბენეფიციარისთვის გაფრთხილების მიცემისა და გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, კომისია გამოსაცდელი ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში იკრიბება ბენეფიციარისათვის პროგრამის გაგრძელების ან პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. პროგრამიდან ამორიცხვის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია ამორიცხოს მსჯავრდებული პროგრამიდან;
7. პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით ბენეფიციარის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევში ან/და მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ავტომატურად წყდება ბენეფიციარის პროგრამაში მონაწილეობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის დასრულება
1. პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარედგინება დაწესებულების დირექტორს, დაწესებულების მთავარ ექიმს, დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს.
2. ბენეფიციარს, პროგრამის დასრულების შემთხვევაში, გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (დანართი N6), რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების დირექტორი და პროგრამის ფსიქოლოგი.
3. სერთიფიკატს უნდა დაერთოს ბენეფიციარის შეფასების ფორმა (დანართი N7).
4. სერთიფიკატისა და შეფასების ფორმის ასლი დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს.
დანართი N2
პროგრამის განხორციელების განრიგი
თარიღი
______ 20__ წელი
______ 20__წელი
______ 20__ წელი
______ 20__ წელი
______ 20__ წელი
დრო
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
______სთ.
______სთ.
______სთ.
______სთ.
______სთ.
______სთ.
______სთ.
______სთ.
______სთ.
პროგრამის ფსიქოლოგი ______________________________
დანართი N3
ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შეფასების ფორმა
ბენეფიციარის სახელი, გვარი
შემფასებელი/ები
შეფასების თარიღი
გრძელვადიანი
მიზანი
შედეგი
მიღწეულია - 3
ნაწილობრივ მიღწეულია_ 2
არ არის მიღწეული_ 1
სირთულეები
რეკომედაცია
1.
2.
3.
4.
მოკლევადიანი
მიზანი
შედეგი
მიღწეულია - 3
ნაწილობრივ მიღწეულია_ 2
არ არის მიღწეული_ 1
სირთულეები
რეკომედაცია
1.
2.
3.
4.
შემფასებლის ხელმოწერა:
დანართი N4
ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა
ზოგადი ინფორმაცია
ბენეფიციარის სახელი, გვარი
ბენეფიციარის დაბადების თარიღი
ინდივიდუალური გეგმის შედგენის თარიღი
ინდივიდუალური გეგმის გადახედვის თარიღი/ები
ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილე პირები:
სახელი,გვარი
თანამდებობა
ინდივიდუალური გეგმა
გრძელვადიანი მიზანი
თარიღი
პასუხისმგებელი პირი/ები
1.1 მოკლევადიანი მიზანი
თარიღი
პასუხისმგებელი პირი/ები
1.
2.
3.
გადახედვის თარიღი
შეტანილი ცვლილება/ცვლილებები
2. გრძელვადიანი მიზანი
2.1. მოკლევადიანი მიზანი/მიზნები
თარიღი
პასუხისმგებელი პირი/ები
1.
2.
3.
გადახედვის თარიღი
შეტანილი ცვლილება/ცვლილებები
დანართი N5
ბენეფიციარის თანხმობა ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში „ატლანტისი“ მონაწილეობის თაობაზე
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
"___" "__________" 20__წ.
დაწესებულებაში პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს _______ თვეს. საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის თანხმობით, პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფის შეთავაზების საფუძველზე, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილეობის ხანგრძლივობა გაგრძელდეს დამატებით 2 თვემდე ვადით.
მე, ___________________________________________________________________ თანახმა ვარ
(ბენეფიციარის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (ასეთის არსებომის შემთხვევაში))
1. შევასრულო პროგრამაში მონაწილეობის წესები, მუდმივად და პუნქტუალურად დავესწრო შეხვედრებს;
2. შევასრულო პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების დავალებები ინდივიდუალური გეგმის თანახმად;
3. ამეკრძალოს აგრესიის (მათ შორის სიტყვიერი) გამოვლენა;
4. არ გავამჟღავნო შემთხვევები, რომლებსაც ჩემი ან სხვა ბენეფიციარის თერაპიისათვის ზიანის
მიყენება შეუძლია;
5. მივიღო აქტიური მონაწილობა თერაპიულ პროცესში;
6. არ განვიხილო და არ გავავრცელო სხვა ბენეფიციართა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია;
7. დავიცვა პირადი ჰიგიენა და სისუფთავე;
8. თერაპიის ინსტრუქტორის მოთხოვნით ნებისმიერ დროს გავიარო ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკის ან/და ნებისმიერი ფსიქო აქტიური ნივთიერების მოხმარების გამოსავლენი ტესტ-კონტროლი;
9. თერაპიის ინსტრუქტორს მივაწოდო ინფორმაცია თერაპიის პროცესზე მოქმედი პრობლემების შესახებ.
------------------------------------
ბენეფიციარის ხელმოწერა
დანართი N6
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
თავისუფლების აღკვეთის N-- დაწესებულება
ს ე რ თ ი ფ ი კ ა ტ ი
ეძლევა
ბენეფიციარის სახელი, გვარი ________________________________________ მასზედ რომ,
თარიღი: - დან - მდე
მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ, სხვა ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში „ატლანტისი“.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორი
____________________________
ხელმოწერა
პროგრამის „ატლანტისი“- ფსიქოლოგი
____________________________
ხელმოწერა
გაცემის თარიღი:
თან ერთვის შეფასების ფორმა
დანართი N7
ბენეფიციარის შეფასება პროგრამის დასრულებისას
სახელი, გვარი
დაბადების თარიღი
შემოსვლის თარიღი
გაწერის თარიღი
ფსიქიკური პროცესები
დამოკიდებულების შეფასება
ემოციური -ქცევითი სფერო
სოციალური სფერო
არსებული პრობლემები
სომატური
ემოციურ-ქცევითი
სოციალური
სხვა
რეკომენდაციები
შემფასებელი: (სახელი,გვარი) ________________________________
ხელმოწერა