თავი VI — მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური დაცვისა და შრომითი გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებები, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები
1. კრიზისული ცენტრი არის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით).
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ასეთი დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. მსხვერპლისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
4. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
6. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც აწესრიგებს კრიზისული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3105 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.12.2022 კანონი №2477
- 05.07.2018 კანონი №3105
- 04.05.2017 კანონი №761
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 181. კრიზისული ცენტრი 1. კრიზისული ცენტრი არის სავარაუდომხარდაჭერის მსხვერპლთამომსახურებების დამიმწოდებელი მსხვერპლთადაწესებულება, დროებითირომელიც განთავსებისმსხვერპლს ადგილიძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ემსახურებაძალების მათაღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას,დახმარებას/რეაბილიტაციას. პირველადკრიზისული დაცენტრი გადაუდებელშესაძლებელია სამედიცინოუზრუნველყოფდეს მომსახურებასაგრეთვე დამხარდაჭერის სამართლებრივსხვა დახმარებას.მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით). 2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერბაზაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამასეთი ტიპისდაწესებულებისთვის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 3. მსხვერპლისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ. 4. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 5. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. 6. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც აწესრიგებს კრიზისული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 09/06/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება