თავი VI — მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური დაცვისა და შრომითი გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებები, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები
1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ.
2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში.
3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს. ამ ოქმში მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3557 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №955 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4004 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4004
- 22.12.2022 კანონი №2477
- 20.09.2019 კანონი №5024
- 01.06.2017 კანონი №955
- 04.05.2017 კანონი №761
- 01.05.2015 კანონი №3557
- 17.10.2014 კანონი №2697
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება 1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ. 2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში. 3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობისპენიტენციური კოდექსის 27-ე125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 71634-ე მუხლის მე-3მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს. ამ ოქმში მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 09/06/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება