,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2014 ძალადაკარგული 29.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.161.016199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2014 წლის 23 დეკემბერი

ქ. გარდაბანი

 

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის დასაწყისის სრულ კვირა დღეს.“

1.2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის მეორე ნახევარში, ხოლო რიგგარეშე სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.“

1.3. შეიცვალოს მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) გამოსცემს ბრძანებებს საკრებულოს თანამშრომელთა წახალისების შესახებ – უცხადებს მადლობას, ანიჭებს უფრო მაღალ საკლასო ჩინს, აჯილდოებს ფასიანი საჩუქრით, ფულადი ჯილდოთი, პრემიით. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.“.

1.4. მე-17 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) გამოსცემს ბრძანებებს საკრებულოს თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ – უცხადებს შენიშვნას, გაფრთხილებას,  საყვედურს, ათავისუფლებს სამსახურიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.  ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა“;

1.5. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „თვეში ორჯერ მაინც“ შეიცვალოს სიტყვებით „თვეში ერთხელ მაინც“;

1.6. 47-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვები: „როგორც წესი, ყოველ თვის დასაწყისის სრულ კვირა დღეს. საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.“;

1.7. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის მეორე ნახევარში, ხოლო რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ.“.

1.8. 54-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „დილის 10 საათზე“ შეიცვალოს სიტყვებით „დილის 12 საათზე“.

1.9. 54-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:“.

1.10. 54-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

1.11. XIX თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 139-ე მუხლი:

„მუხლი 139. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემიის გაცემის წესი

1.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელზე პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ.

3.  პრემია გაიცემა, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით.

4.  განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული წესებიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2015.
როდის იქნა მიღებული „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.12.2014. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.161.016199.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.01.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №45, 23.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.016199 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2642441/