სსიპ-ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

­სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

 

  2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ სულ რეგისტრირებულია 5 იურიდიული პირისა და 1 მოქალაქის განცხადება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით, 5 იურიდიული პირისა და 1 მოქალაქის განცხადება.

 

  სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილ იქნა პასუხი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი საჯარო ინფორმაციის  6 მოთხოვნაზე, 5 იურიდიული პირისა და 1 მოქალაქის განცხადებაზე.

 

  საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2014 წელს არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 

  სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსის 2014 წლის 19 მაისის N 20 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია, ცენტრის აპარატის უფროსი ლანა ბათლიძე.  2013 წლის 29 ნომებრის N 81 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა კალაძე.

 

 „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.cync.ge საჯარო ინფრომაციის განყოფილებაში.

 

ცენტრის უფროსი  ნუგზარ კევლიშვილი