საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში

 

2014 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომ - სზაკ) 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში (შემდგომ - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, სამინისტროში შემოსული განცხადებების შესახებ.

 

სამინისტრო სრულად აცნობიერებს საზოგადოების წინაშე საკუთარ ანგარიშვალდებულებას. ის მოქმედებს კანონისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით და ცდილობს, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

 

 

 

სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული

განცხადებების რაოდენობრივი აღწერა

 

 

2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ, სამინისტროში სულ 192 განცხადება შემოვიდა.

 

შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისას, სზაკ-ით დადგენილი 10-დღიანი ვადა უმეტესწილად დაცულია. უწყებამ ყველა განცხადებაზე მოახდინა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს  წერილობითი ფორმით აცნობა.

 

სამინისტროში შემოსული 192 განცხადებიდან:

 

ü  60 მათგანზე ინფორმაცია გაიცა დაუყოვნებლივ (ყველაზე გვიან, შემოსვლის თარიღიდან  მე-3 დღეს);

ü  123 მათგანზე ინფორმაცია გაიცა სზაკ-ით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით;

ü  7 მათგანზე პასუხი გაიცა ვადაგადაცილებით;

ü  2 განცხადება მიმდინარეა.

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი

 

სამინისტროს, 12 თვის განმავლობაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ 3 მოთხოვნაზე მოუწია ნაწილობრივი უარის გაცემა.

 

ადმინისტრაციული საჩივარი

 

სამინისტროში, 2014 წლის 15 ოქტომბერს შემოვიდა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (შემდგომ - ორგანიზაცია) ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც შეეხებოდა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი  სხდომა გაიმართა ამა წლის 11 ნოემბერს, სადაც დადგინდა, რომ ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე, სამინისტროს საპასუხო წერილი თანადართული მასალებით, ტექნიკური მიზეზების გამო ადრესატამდე ვერ მივიდა, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრით ნათლად არ იყო გამოკვეთილი, რომ ორგანიზაცია ასაჩივრებდა უმოქმედობას. შესაბამისად, ორგანიზაციას ზეპირ სხდომაზე გადაეცა სამინისტროს საპასუხო წერილი, თანდართულ მასალებთან ერთად.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯების და ასლის გადაღების მოსაკრებელი

 

სზაკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა“.

 

ამასთან „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის და „საჯარო ინფორმაციის ასლის  გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა. 2013 წლის 2 დეკემბერს გამოიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის N129/ო ბრძანება „მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის  განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა:

 

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - 500 ფურცლამდე.

ბ) ლაზერულ  პრინტერზე ამობეჭდილი ასლი - 1000 ფურცლამდე.

 

12 თვის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა, ასლის მოსაკრებლის სახით, ჯამში შეადგინა 178,55 ლარი.

 

 

 

 

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა

 

საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.

 

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადება

 

საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნები არ დარღვეულა, ასევე არ ყოფილა სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები.

 

 

საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ

 

სამინისტროში ფუნქციონირებს საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა,  სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. სამინისტროს არ გააჩნია სზაკ-ით განსაზღვრული საჯარო რეესტრი. თუმცა, მის განახლებულ ვებ-გვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე სტატისტიკური ანგარიში. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა

 

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 26 აგვისტოს, მიიღო „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ N219 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი. სამინისტრო მუდმივ რეჟიმში, პროაქტიულად აახლებს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mrdi.gov.ge). 

 

აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, 2014 წელის 10 ნოემბერს გამოიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის N140/ო ბრძანება, რომლითაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სოფიო ნიქაბაძე.

 

მინისტრის პირველი მოადგილე                                  გიორგი ამაშუკელი