ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 |
|
2014 წლის 23 დეკემბერი ქ. ამბროლაური
|
|
|
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 07/08/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.117.016195).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1№
თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგო (ლარობით) მთავარი საჯარო თანამდებობა1
გამგებელი 26502
გამგებლის მოადგილე 1500 წამყვანი საჯარო თანამდებობა3
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის უფროსი) ხელმძღვანელი 1200 უფროსი საჯარო თანამდებობა4
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) განყოფილების უფროსი900
5
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი700
6
მთავარი სპეციალისტი600
უმცროსი საჯარო თანამდებობა7
წამყვანი სპეციალისტი550
8
სპეციალისტი500
დანართი №2№
თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგო (ლარობით) საკრებულოს თანამდებობის პირები1
საკრებულოს თავმჯდომარე 26502
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 17003
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 15004
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 1500 საკრებულოს აპარატი წამყვანი საჯარო თანამდებობა5
აპარატის უფროსი 1200 უფროსი საჯარო თანამდებობა6
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე700
7
მთავარი სპეციალისტი600
უმცროსი საჯარო თანამდებობა8
წამყვანი სპეციალისტი550