ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.02.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19-63
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.07.2018
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.02.2018
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.02.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19-63
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის
საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N22 ბრძანება.
3.
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - თბილისის მერია) სტრუქტურული ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე.
2. სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი.
6. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას. იგი უფლებამოსილია იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე პირი სასამართლოში.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.
2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), თბილისის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
გ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
დ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ხმაურის ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება;
თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
კ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (არქეოლოგიური ძეგლებისა და საკულტო-რელიგიული დანიშნულების ობიექტების გარდა) წარმოებული სამუშაოებზე სანებართვო პირობების კონტროლი, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, ამ დებულებით, თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობთ დადგენილი წესით, გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე;
გ) აწარმოოს კონტროლი გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასა და გარე ვაჭრობაზე.
დ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ე) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ვ) მიიღოს ექსპლუატაციაში მშენებლობადამთავრებული შენობა – ნაგებობები, მიიღოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (არქეოლოგიური ძეგლებისა და საკულტო-რელიგიული დანიშნულების ობიექტების გარდა) წარმოებული სამუშაოები;
ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
ი) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;
კ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები (რაცია), ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი.
ლ) მოახდინოს მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის, ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენა, მოპოვებული მწვანე ნარგავების და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. პირისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი ღონისძიებების გასატარებლად;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების, ასევე სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაცია;
ნ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული მწვანე ნარგავების და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნის, გაჩერების და დადგენის მიზნით.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
გ) აწარმოოს კონტროლი თბილისის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
დ) გამოსცეს აქტი მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ე) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, თვითნებურ გაჩეხვაზე, გადატანაზე ან/და მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე;
ვ) აკონტროლოს თბილისის ტერიტორიაზე დადგენილი ხმაურის ნორმების დაცვა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;
თ) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ლ) აწარმოოს კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მწვანე ნარგავების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის შესრულებაზე.
მ) თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის ღონისძიებების გასატარებლად წარმოებულ შემოწმების პროცესში დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერ ობიექტზე სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის აღკვეთის, გამოვლენის, განხილვის და სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციის მიზნით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას;
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ზ) უნაწილებს კორესპონდენციას სამსახურის მოსამსახურეებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
თ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ი) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით, თბილისის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილეები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზებას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას, ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციით და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს ფუნქციათა გადანაწილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეები მინდობილ სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, უფროსის არყოფნისას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო;
გ) აპარატი;
დ) მონიტორინგის განყოფილება;
ე) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება.
2. ინსპექტირების სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება;
ბ) დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული განყოფილება;
გ) მთაწმინდის რაიონული განყოფილება.
დ) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება;
ე) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება;
ვ) კრწანისის რაიონული განყოფილება.
3. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;
ბ) სამართალდარღვევის საქმისწარმოების განყოფილება.
4. ინსპექტირების სამმართველო - განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს ინსპექტირებას თბილისის მასშტაბით, უზრუნველყოფს სამსახურის დროულ ინფორმირებას თბილისის რაიონებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას.
5. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო – ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს; უზრუნველყოფს: დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი მშენებლობადამთავრებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში ასევე ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას; კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდაღვევის საქმისწარმოებას.
6. აპარატი - უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას; სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაციას; სამსახურის შიდა კონტროლის განხორციელებას და სამსახურისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას.
7. მონიტორინგის განყოფილება - ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შესწავლასა და ამზადებს რეკომენდაციებს სამსახურის ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; კონტროლს უწევს თბილისის ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.
8. ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება - უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას; სამსახურის კომპეტენციაში შემავალი დარღვევების აღმოჩენას და შესაბამისი ზომების მიღებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
თ) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესის დაცვას, დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
11. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით