ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1-2 |
|
2016 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი |
|
საქალაქო სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი - სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი.
6. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას. იგი უფლებამოსილია იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე პირი სასამართლოში.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7.
2. სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), თბილისის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების დროული და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
გ) გარე - რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე გარე - რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;
დ) გარე - ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ხმაურის ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება;
თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
კ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;
ლ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები. კანონმდებლობთ დადგენილი წესით, გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მესამე პირის მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე;
გ) აწარმოოს კონტროლი იერსახის, გარე - რეკლამის, აბრის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასა და გარე - ვაჭრობაზე;
დ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ე) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ვ) მიიღოს ექსპლუატაციაში დასრულებული შენობა – ნაგებობები, მიიღოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების), გაცემული ნებართვების საფუძველზე, შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშები;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი. ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება და ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა;
თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
კ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;
ლ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი;
მ) მოახდინოს მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას უკანონო, ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენა, მოპოვებული მწვანე ნარგავების, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. პირისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი ღონისძიებების გასატარებლად;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების, ასევე სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაცია;
ო) საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული მწვანე ნარგავების და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნის, გაჩერების და დადგენის მიზნით.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
გ) აწარმოოს კონტროლი თბილისის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით ან ნაწილობრივ გადაკეტვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
დ) გამოსცეს აქტი დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ე) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, თვითნებურ გაჩეხვაზე, გადატანაზე ან/და მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე;
ვ) აკონტროლოს თბილისის ტერიტორიაზე დადგენილი ხმაურის ნორმების დაცვა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;
თ) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ლ) აწარმოოს კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემული მწვანე ნარგავების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის შესრულებაზე;
მ) თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის ღონისძიებების გასატარებლად წარმოებული შემოწმების პროცესში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერ ობიექტზე სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის აღკვეთის, გამოვლენის, განხილვის და სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციის მიზნით.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას;
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
თ) წარმოადგენს სამსახურს, უნაწილებს კორესპონდენციას სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ი) სამსახურის წარმომადგენლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო და სხვა ორგანოებში ინტერესების დასაცავად;
კ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
მ) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზებას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას, ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციით და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს ფუნქციათა გადანაწილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეები კომპეტენციის სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზებისთვის პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის მოადგილეები ხელს აწერენ ან ახდენენ ვიზირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციაზე.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით - სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
7. სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, თბილისი მერის ბრძანებით, ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
ა) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო;
ბ) სამშენებლო საქმიანობის კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილება;
გ) აპარატი (განყოფილება);
დ) მონიტორინგის განყოფილება;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
ა) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება;
ბ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება;
გ) მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილება;
დ) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება;
ე) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება;
ვ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება.
2. ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო განყოფილებების მეშვეობით:
ა) ახორციელებს ინსპექტირებას თბილისის ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დროულ ინფორმირებას თბილისის რაიონებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას.
დ) უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას და ახორციელებს კონტროლს თვითნებური გაჩეხვის, დაზიანების, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დაცვაზე, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ატარებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებს.
ა) უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი დასრულებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების მიზნით წარმოდგენილი ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების ან შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას;
გ) კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას.
ა) ახორციელებს მოსამსახურის საქმიანობის შესწავლას და ამზადებს რეკომენდაციებს სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ბ) ახორციელებს მონიტორინგს თბილისის ტერიტორიაზე, ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების გადათხრის ფაქტებზე, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის ატარებს დამრღვევი პირების მიმართ კანონით დადგენილ ღონისძიებებს;
გ) ახორციელებს გარე - რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე გარე - რეკლამის, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლს.
ა) ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს;
ბ) უზრუნველყოფს დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ სადემონტაჟო და საჯარიმო ღონისძიებების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას, ასევე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას;
გ) ახორციელებს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გასაჩივრებულ აქტებზე წარმომადგენლობას;
დ) უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) ხელს აწერს ან ახდენს ვიზირებას სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციაზე;
თ) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესის დაცვას, დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, თბილისის მერიის შინაგანაწესი, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.