მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2014 წლის 23 დეკემბერი დ.მესტია |
|
ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს.
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს, მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) უნარ-ჩვევები.
მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეებს;
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №32 დადგენილება;
ბ) ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 ნოემბრის №39 დადგენილება;
გ) ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილება;
2. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილება;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";
ე) საქართველოს კანონი "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ";
თ) საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
კ) საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი";
ლ) საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
მ) "საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ნ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ო) "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
პ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის N 20 დადგენილება "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ";
ჟ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის N 26 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
რ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის N 27 დადგენილება "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ";
ს) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის N 23 დადგენილება "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ";
ტ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის N 24 დადგენილება "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ";
უ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის N 22 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ფ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილება "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე";
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
მუხლი 3. იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება /ბაკალავრი/;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
განყოფილების მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება/ ბაკალავრი/;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 5. საოქმო განყოფილების მთავარი სპეციალისტი
განყოფილების მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
ა) უმაღლესი /ბაკალავრი/;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა
იურიდიული განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) იურიდიული სპეციალობით უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) ანალოგიური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს წარმომადგენელთა კოორდინაციისა და ორგანიზაციულ საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) ჰუმანიტარული ან მონათესავე სპეციალობით უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა;
ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) არქიტექტურასა და საინჟინრო–სამშენებლო სფეროს მიმართულებით უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) ანალოგიური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ArchiCad, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) ეკონომიკის დარგში უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) ეკონომიკის ან სტატისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
ქონების მართვის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) ეკონომიკის დარგში უმაღლესი განათლება/ბაკალავრი.
ბ) ქონების მართვის საკითხებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს ქონების მართვის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) ეკონომიკის სფეროს მიმართულებით უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და მიწათსარგებლობის ზედამხედველობის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა)საფინანსო ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს შესყიდვების სამსახურის დაგეგმვის, აღრიცხვისა და ანალიზის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა;
გ) spa.gov.ge საიტზე მუშაობის ცოდნა.
მოხელეს შესყიდვების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა;
გ) spa.gov.ge საიტზე მუშაობის ცოდნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) საფინანსო ან მონათესავე მიმართულებით უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საფინანსო ან საბიუჯეტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ORIS, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და ბიუჯეტის შესრულების კონტროლის დარგში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) ეკონომიკის (საფინანსო) დარგში უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ORIS, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.
მოხელეს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) ეკონომიკის (საფინანსო) დარგში უმაღლესი განათლება/ბაკალავრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ORIS, ინტერნეტი) კარგ დონეზე ცოდნა.