„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,646 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
შერჩეული სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ
სააგენტო)  მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს  შესაბამისი  მოწმობა
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა მახარაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 95% 27.08.2025 ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 08.01.2019 სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 22.03.2018 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 20.09.2022 ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 04.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №06 2014 წლის 25 დეკემბერი ქ. ბათუმი „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2014 წლის 14 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესი და პირობები.“  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვარიდან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და  მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის  გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და  პერიოდული მონიტორინგის წესი და პირობები“ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − STCW კონვენცია) და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ადგენს  მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და  მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის  გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესსა და პირობებს.  2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სრულყოფილი და ხელმისაწვდომი სისტემის ფორმირებას, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვას, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ერთიანი და უნიფიცირებული  მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის (ტექსტში შემდგომ - მოწმობა)  გაცემის სისტემის ჩამოყალიბებას. 3.  ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის,   „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის,  STCW კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის (შემდგომში  STCW კოდექსი) განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შერჩეული სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო)  მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს  შესაბამისი  მოწმობა; ბ) უფლებამოსილი ექიმი - სააგენტოს მიერ შერჩეული ექიმი-სპეციალისტი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს,  დასაქმებულია  შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში, უფლებამოსილია   შეაფასოს მეზღვაურის შრომისუნარიანობა და გასცეს  მოწმობა; გ) რეფერალი - პაციენტის გადამისამართება დანიშნულებისამებრ პროფილურ კვლევაზე, დაწესებულებაში, სპეციალისტთან. დ)  მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა - „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით განსაზღვრული  მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული ან წინასაზღვაო სამედიცინო შემოწმების დროს გაცემული მოწმობა შრომისუნარიანობის შესახებ, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდებით.  მუხლი 3🔗. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის არსი 1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევა გულისხმობს  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ სამედიცინო დაწესებულების გამოვლენა, რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს მოწმობა. 2. სამედიცინო დაწესებულების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) სამედიცინო მომსახურების სახეები, რომელსაც ეწევა სამედიცინო დაწესებულება; ბ)ექიმ-სპეციალისტთა  კვალიფიკაცია (სერტიფიკატი, სუბსპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი); გ) მოწმობის გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარისხის გამჭვირვალე სისტემის  უზრუნველყოფა; დ)  მეზღვაურსა და მეზღვაურთა დამსაქმებელ ორგანიზაციისგან პროფესიული და ფინანსური დამოუკიდებლობა; ე) საჭიროების შემთხვევაში მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა; ვ) საქართველოს საზღვაო კანონმდებლობასთან შესაბამისობა; 3. სააგენტო შერჩევის პროცესს ახორციელებს მიუკერძოებლად და საჯაროდ. 4. სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ეფუძნება მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მუხლი 4🔗. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობები 1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის  პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. 2. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) სამედიცინო დაწესებულება უნდა ფუნქციონირებდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული  კადრი შემდეგ საექიმო სპეციალობებში: ა.ა)შინაგანი მედიცინა ა.ბ) კარდიოლოგია; ა.გ) ნევროლოგია; ა.დ) ოტორინოლარინგოლოგია; ა.ე) ზოგადი ქირურგია; ა.ვ) რადიოლოგია (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და რენტგენოლოგია) ა.ზ) ოფთალმოლოგია; ა.თ) დერმატო-ვენეროლოგია; ა.ი)ინფექციური სნეულებები; ა.კ) ლაბორატორიული მედიცინა; ა.ლ) ენდოკრინოლოგია; ა.მ) ნარკოლოგია. ბ) იმ შემთხვევაში,  თუ დაწესებულება თავად  არ  ახორციელებს ზემოხსენებულ სერვისებს, ის უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი. გ) გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ“ N01 ბრძანებით გათვალისწინებული მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმების წარმართვისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და ადამიანური რესურსი; დ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მეზღვაურის რეფერირება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში; ე)  გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ“ N01 ბრძანების შესაბამისად ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა; ვ) უზრუნველყოს მეზღვაურთა სამედიცინო ისტორიების კონფიდენციალობა. ზ) დასაქმებული ჰყავდეს სულ მცირე 1 (ერთი) უფლებამოსილი ექიმი. თ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გააჩნდეს ხარისხის მართვის სისტემა მეზღვაურთა ჯანმრთელობის მოწმობის გაცემის პროცესის მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლისათვის; ი) აწარმოოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოწმობის  ელექტრონული რეესტრი;   კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებს. მუხლი 5🔗. სამედიცინო დაწესებულების განცხადება და მისი განხილვის წესი 1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში მონაწილეობის განაცხადის ფორმა განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე. სააგენტოს მიერ შერჩევა ცხადდება ყოველ 6 თვეში ერთხელ. სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებულ განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სტაციონარული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში - სტაციონარული დაწესებულების ნებართვის  და ნებართვის დანართების (შესაბამის საქმიანობებში) ასლები, ხოლო ამბოლატორიული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში - მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობის განხორციელების თაობაზე, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ დადგენილი წესის შესაბამისად, წარდგენილი შეტყობინების ასლი;  ბ) მეზღვაურის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის აუცილებელი, საკუთარ დაწესებულებაში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების სრული ჩამონათვალი, ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებების დასახელება, სადაც განხორციელდება მეზღვაურის რეფერირება; გ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სპეციალობების სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტთა სია (რაოდენობა და კვალიფიკაცია); დ) დაწესებულებაში დასაქმებული უფლებამოსილი ექიმების სია ან/და უფლებამოსილი ექიმის შერჩევაში მონაწილეობის მსურველთა  კანდიდატურა; ე) სამედიცინო დაწესებულების ბეჭდის ნიმუშები და ხელმძღვანელის ხელმოწერის  ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები (2 (ორი) ეგზემპლარი); ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ხარისხის მართვის სახელმძღვანელო. ზ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; თ) შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მოსახურების სახეების,  ვადების,  საფასურის  განაკვეთების,  ასევე  საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების  წესისა  და  პირობების  დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად. 2. სააგენტოში სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურა დასრულდება სამედიცინო დაწესებულების მიერ განცხადების წარდგენიდან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  საზღვაო  ტრანსპორტის  სააგენტოს  მიერ გაწეული მომსახურების სახეების,  ვადების,  საფასურის  განაკვეთების,  ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების  წესისა  და  პირობების  დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ ვადებში. 3. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მიზნით, სააგენტოში იქმნება შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის სააგენტოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს ექსპერტი (ექსპერტთა ჯგუფი). 4. შერჩევა  ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეფასების გზით. სამედიცინო დაწესებულების განცხადება და თანდართული მასალები სამედიცინო დაწესებულების აღიარების შესახებ განიხილება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. სააგენტო უფლებამოსილია  ადგილზე შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება, განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის  გადამოწმების მიზნით. 5. შემოწმების შედეგების საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო დაწესებულების შერჩევის ან შერჩევაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით ატყობინებს დაინტერესებულ მხარეს. 6. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ენიჭება შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს განახორციელოს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და გასცეს მოწმობა  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. 7. შერჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ეძლევა  განაცხადის ხელმეორედ შეტანის შესაძლებლობა, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვის შემდეგ. 8. შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია შეიტანება შერჩეული სამედიცინო დაწესებულების რეესტრში. 9. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის სერტიფიკატი გაიცემა  5 (ხუთი) წლის ვადით. 10.თუ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება შემოიტანს განაცხადს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობის გაგრძელების სურვილის შესახებ სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) თვით ადრე, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს სერტიფიკატი მისი მოქმედების ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთი) წლის პერიოდით. საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადის გაკეთების დროისათვის სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე ბრძანების მოთხოვნებს. 11. თუ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას, სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ, სურს განაგრძოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობა, მან ხელახლა უნდა გაიაროს ამ წესით დადგენილი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურა. 12. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ავტომატურად ჩერდება/უქმდება, თუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამედიცინო დაწესებულება წყვეტს  სამედიცინო საქმიანობას. 13. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაზე გაცემული  სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. უფლებამოსილი ექიმის შერჩევის პირობები 1. უფლებამოსილი ექიმის შერჩევის პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 2. შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად ექიმი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გააჩნდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) გააჩნდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობებში:  შინაგანი მედიცინა, საოჯახო მედიცინა; გ) გააჩნდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უწყვეტი სტაჟი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის:  გ.ა)  მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების და სამედიცინო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ  სფეროში ან გემზე ექიმად მუშაობის ერთწლიანი სტაჟი; ან/და გ.ბ) აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა საზღვაო მედიცინაში ან/და გავლილი აქვს უწყვეტი სამედიცინო განათლების  პროგრამა. დ) იცნობდეს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს; ე) იყოს პროფესიულად და ფინანსურად დამოუკიდებლი მეზღვაურისა და მეზღვაურთა დამსაქმებელი ორგანიზაციისგან; ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. მუხლი 7🔗. უფლებამოსილი ექიმის განცხადება და მისი განხილვის წესი 1. უფლებამოსილი ექიმის შერჩევაში მონაწილეობის განაცხადის ფორმა განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე. 2. შერჩევაში მონაწილეობისთვის (სერტიფიკატის მაძიებელმა) ექიმმა უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა, რომელსაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი; გ) საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი; დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;  ე) შერჩევაში მონაწილე ექიმის ბეჭდის ნიმუშები და ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები (2 ეგზემპლარი); ვ) შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მოსახურების სახეების,  ვადების,  საფასურის  განაკვეთების,  ასევე  საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების  წესისა  და  პირობების  დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია. 3. შერჩევაში მონაწილე ექიმი აბარებს ტესტირებას მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და ჯანმრთელობის ცნობის გაცემის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში. ტესტირების წესი და თემატიკა  განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. 4. ექიმის მიერ გავლილი ტესტირების შედეგების, წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე საგენტო ღებულობს გადაწყვეტილებას უფლებამოსილ ექიმად შერჩევის ან შერჩევაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით ატყობინებს დაინტერესებულ მხარეს. 5. შერჩეულ ექიმზე სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს გასცეს მოწმობა. 6. შერჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმს ეძლევა  განაცხადის ხელმეორედ შეტანის შესაძლებლობა, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვის შემდეგ. 7. შერჩეული უფლებამოსილი ექიმის შესახებ ინფორმაცია შეიტანება შერჩეული უფლებამოსილ ექიმთა რეესტრში. 8. უფლებამოსილი ექიმის სერტიფიკატი გაიცემა 5 (ხუთი) წლის ვადით. 9. თუ უფლებამოსილი ექიმი შემოიტანს განაცხადს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობის გაგრძელების სურვილის შესახებ სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 2(ორი) თვით ადრე, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს სერტიფიკატი მისი მოქმედების ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთი) წლის პერიოდით. საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტში ექიმი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკავებული უნდა იყოს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობით და აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს. 10. უფლებამოსილი ექიმი, რომელსაც სურს სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ განაგრძოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობა, ვალდებულია ხელახლა გაიაროს ამ წესით დადგენილი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურა. 11. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ავტომატურად ჩერდება/უქმდება, თუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილ ექიმს შეუჩერდა/გაუუქმდა საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი. 12. უფლებამოსილ ექიმზე გაცემული  სერტიფიკატის  ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 8🔗. სამედიცინო დაწესებულების და უფლებამოსილი ექიმის ვალდებულებები 1.  სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია: ა) სააგენტოს მოაწოდოს კვარტალური ანგარიში გაცემული, დახარვეზებული და გაუხარჯავი მოწმობების  შესახებ; ბ) სააგენტოს მოთხოვნისამებრ, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მოაწოდოს ინფორმაცია მოწმობის ნამდვილობის შესახებ; გ) უზრუნველყოს ხარისხის მართვის სისტემის მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი; დ) სააგენტოს 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ცვლილებების შესახებ: დ.ა) დაწესებულების სახელწოდების, მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა; დ.ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის შეცვლა; დ.გ) დაწესებულების ბეჭდის ან ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუშის შეცვლა; დ.დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. დ.ე) დაწესებულება აღარ ახორციელებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სპეციალისტის სამედიცინო მომსახურებას. ე)  სააგენტოს სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე შეატყობინოს გადაწყვეტილება მეზღვაურთა მოწმობების   გაცემის პროცესის შეწყვეტის შესახებ. 2.      უფლებამოსილი ექიმი ვალდებულია: ა) იცნობდეს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს; ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ინფორმაცია იმ მეზღვაურის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გამოუვლინდა  შრომისუუნარობა დასაკავებელი თანამდებობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის; გ) იცნობდეს  იმ სამედიცინო დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემას, სადაც ახორციელებს უფლებამოსილი ექიმის საქმიანობას. დ) სააგენტოს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ცვლილებების შესახებ: დ.ა) სამუშაო ადგილის შეცვლა; დ.ბ) საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა; დ.გ) ექიმის ბეჭდის ან ხელმოწერის ნიმუშის შეცვლა; დ.დ) საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის შეჩერება/გაუქმება; ე) სააგენტოს სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე შეატყობინოს გადაწყვეტილება  უფლებამოსილ ექიმად საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ვ) მოწმობის გაცემისას გაითვალისწინოს გემის ცურვის რაიონის,  მეზღვაურის საცხოვრებელი პირობების და საქმიანობის სფეროს სპეციფიკა. 3. უფლებამოსილი ექიმი პასუხისმგებელია მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და გაცემული მოწმობის    სისწორეზე. მუხლი 9🔗.  შერჩეული სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმების რეესტრი 1. სააგენტო აწარმოებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი  ექიმების ელექტრონულ რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) და განათავსებს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. რეესტრში სამედიცინო დაწესებულებისა და  უფლებამოსილი ექიმის  შეტანა ადასტურებს მის უფლებამოსილებას შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს მოწმობა. 2. შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შესახებ რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი; ბ) დაწესებულების ხელმძღვანელი  ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია; გ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; დ) ინფორმაცია სერტიფიკატის შეჩერებისა, აღდგენის ან გაუქმების შესახებ; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 3.  უფლებამოსილი ექიმის თაობაზე რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი და გვარი; ბ) დაწესებულება, სადაც ახორციელებს უფლებამოსილი ექიმის საქმიანობას; გ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და ნომერი. დ)  ინფორმაცია სერტიფიკატის შეჩერების, აღდგენის ან გაუქმების შესახებ;  4. სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის ელექტრონული ვერსიის წარმოებასა და მის განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 5. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში შეტანილ მონაცემებს და მიიღოს  ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობის რეესტრი 1. თითოეული შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია აწარმოოს მოწმობის ელექტრონულ მონაცემთა რეესტრი, რომელშიც შეტანილი იქნება შემდეგი ინფორმაცია: ა) მეზღვაურის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) მეზღვაურის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მეზღვაურის დაბადების თარიღი; დ) მეზღვაურის სქესი; ე) მოწმობის ნომერი; ვ)  მოწმობის  გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ინფორმაცია მეზღვაურის შრომისუნარიანობის შესახებ; თ) უფლებამოსილი ექიმის სახელი და გვარი; ი)  მოწმობის გამცემი დაწესებულების დასახელება; კ) ინფორმაცია   მოწმობის გაუქმების ან  დახარვეზების შესახებ. მუხლი 11🔗. სამედიცინო დაწესებულების პერიოდული მონიტორინგი  1. სააგენტო, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმების  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მონაცემთა გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  ახორციელებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების პერიოდულ მონიტორინგს. სამედიცინო დაწესებულების პერიოდული მონიტორინგი მოიცავს  ასევე უფლებამოსილი ექიმის მონიტორინგს. 2. შერჩეული სამედიცინო დაწესებულების პერიოდული მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს მოწვეული, შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტთან (ექსპრტთა ჯგუფი) თანამშრომლობით. 3. სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულების პერიოდული მონიტორინგი  ხორციელდება  შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, ხარისხის სისტემის განხილვისა და სამედიცინო დაწესებულების დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების  შემოწმება-შეფასების გზით. მუხლი 12🔗. სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის სერტიფიკატის შეჩერება ან გაუქმება 1. შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის საფუძველზე, თუ გამოვლინდება სამედიცინო დაწესებულების მიერ შერჩევის პირობების ან/და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებისა ან/და უფლებამოსილი ექიმის სერტიფიკატის  შეჩერების ან გაუქმების შესახებ. 2. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების ან/და მოწმობის გაყალბების შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების ან/და უფლებამოსილი ექიმის სერტიფიკატს და აცნობებს შესაბამის ორგანოებს. 3.   სერტიფიკატის შეჩერების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ექიმს განესაზღვრებათ ვადა (არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა), რომლის განმავლობაში იგი  ვალდებულია აღმოფხრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამის სერტიფიკატს. 4.სერტიფიკატის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ან/და უფლებამოსილი ექიმს უწყდება ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის გაგრძელების უფლება. 5.   სამედიცინო დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ექიმს სერტიფიკატის გაუქმებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, უფლება არ აქვს  შერჩევაში ხელახლა მონაწილეობის მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 6. სააგენტო  წერილობით ატყობინებს სამედიცინო დაწესებულებას ან/და  უფლებამოსილ ექიმს შერჩევის სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ. 7. სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის სერტიფიკატის შეჩერება ან გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 13🔗. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურაც გემზე დასაქმებულ უცხოელ მეზღვაურთათვის სააგენტო ცნობს STCW კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ აღიარებული უფლებამოსილი ექიმების  წინამდებარე წესის თანახმად გაცემულ მოწმობას 2. 2015 წლის 1 იანვრიდან სააგენტო შეარჩევს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ISO სერიის  ხარისხის  სერტიფიკატის მქონე დაწესებულებებს. 3. 2015 წლის 1 იანვრიდან სააგენტოს მიერ შერჩეულმა სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ საერთაშორისოდ აღიარებული ISO სერიის  ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუუქმდებათ შერჩევის სერტიფიკატი.