სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2024
ნომერი
№01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-14/ნ

2018 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს  კანონის  21-ე მუხლის მე-3  პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).
2. სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა (დანართი №2).
3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).
4. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №4).
მუხლი 2
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით,  ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
მუხლი 3
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი), ხოლო №3 და №4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4
ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო