სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2024
ნომერი
№01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება
№01-14/ნ

2018 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს  კანონის  21-ე მუხლის მე-3  პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს:

1.
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).

2.
სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა (დანართი №2).

3.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).

4.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №4).

მუხლი 2🔗

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით,  ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.

მუხლი 3🔗

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი), ხოლო №3 და №4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

მუხლი 4🔗

ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.

მუხლი 5🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო