|
1. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრული ცხრილის:
ა) საერთო სანებართვო პირობების:
ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
2
|
ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე – არანაკლებ 8 კვ.მ, პედიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილ პალატაში – არანაკლებ 6 კვ.მ, პედიატრიული პაციენტისათვის განკუთვნილ პალატაში თავმდგმურის შემთხვევაში (საწოლი/სავარძელი თავმდგმურისათვის) – 11 კვ.მ., მელოგინეთა პალატაში – ერთ მელოგინეზე არანაკლებ 11 კვ.მ, ხოლო ერთსაწოლიანი მელოგინის პალატის შემთხვევაში – 13 კვ.მ
|
|
იმ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XI1 ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
|
|
3
|
საწოლებს შორის დაშორება – მინიმუმ 1,2 მ
|
|
იმ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XI1 ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
|
‘‘;
ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
5
|
პალატას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათების წყარო
|
|
ა) აღნიშნული მოთხოვნა სავალდებულოდ არ ვრცელდება პოსტოპერაციულ პალატაზე, რეანიმაციულ დარბაზზე/პალატაზე, თუ აღნიშნული განათების სისტემა უზრუნველყოფს კომფორტულ განათებას;
ბ) პაციენტთა დაყოვნების /მოვლის სივრცეები არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფში;
გ) აღნიშნული არ ვრცელდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულზე
|
‘‘;
ა.გ) მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
7
|
არანაკლებ ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის
|
|
ინფექციური (მონოპროფილური) სტაციონარის შემთხვევაში,
შესაბამისი მოთხოვნები მიეთითება ამ ცხრილის III ნაწილში
|
|
8
|
მოზრდილთა და ბავშვთა პალატები/განყოფილება – ერთმანეთისაგან გამიჯნული
|
|
ა) არ ივსება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აწარმოებს მხოლოდ ბავშვთა ან მოზრდილთა სერვისებს.
ბ) თუ დაწესებულება ემსახურება როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა კონტინგენტს, შესაბამისად, სველი წერტილები – გამიჯნული (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან)
|
|
9
|
ფუნქციონირებადი ლიფტი (მ.შ., მწოლიარე ავადმყოფებისათვის) – პალატების, პაციენტთა გამოკვლევისა და სამკურნალო განყოფილებების ორზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში; პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის
|
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილების პირობების უზრუნველყოფა – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის/უფლებამოსილების მქონე ორგანოს/პირის დასკვნა
|
‘‘;
ა.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
11
|
ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების სათანადო მარაგი)
|
|
ა) სამეანო-ნეონატალური სერვისის შემთხვევაში, პაციენტთა სანიტარიულ კვანძთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიეთითება ცხრილის XVII ნაწილში
ბ) იმ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XI1 ნაწილს შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
გ) დაწესებულების ყველა კაბინეტი, საპროცედურო, სარეანიმაციო და ინტენსიური თერაპიიის დარბაზი, სადაც ხორციელდება პაციენტების მომსახურება, უზრუნველყოფილია ხელსაბანი ნიჟარითა (საპნით, ანტისეპტიკური ხსნარითა და ერთჯერადი ხელების გასამშრალებელი საშუალებებით) და უწყვეტი წყალმომარაგებით;
დ) პაციენტის მოვლის სივრცეებს (პალატები, დარბაზები) აქვს საკუთარი საპირფარეშოები (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრიდან)
|
‘‘;
ა.ე.) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
12
|
სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან
|
|
2020 წლის ანგარიშგების ფორმაში მიეთითება აღნიშნული პირობის შესრულების მდგომარეობა
|
‘‘;
ა.ვ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
,,
|
121
|
სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) განყოფილებაში, საიზოლაციო სათავსებში (ბოქსი, ნახევრადბოქსი და ბოქსირებული პალატა), საიზოლაციო სივრცე (საწოლი) რეანიმაციაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის სათანადო სათავსებში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან
|
|
სავალდებულოა 2021 წლის 1 თებერვლიდან
ა) იმ კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XIX ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
ბ) აღნიშნული სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს წნევათა სხვაობის გამზომი (მათ შორის, დიფერენციალური მანომეტრის ტიპის) ხელსაწყოთი (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021 წლის 1 თებერვლიდან)
|
‘‘;
ა.ზ.) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
17
|
სათავსთა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა,არსებული კანონმდებლობის შესაბამისად
|
|
მათ შორის, უზრუნველყოფილია ცხელებისა და ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტების დაწესებულებაში მოძრაობის ნაკადის (შესასვლელიდან კლინიკური სერვისის სივრცეებისკენ) გამიჯვნა სხვა პაციენტთა ნაკადებისგან
|
‘‘;
ა.თ.) 21-ე, 22-ე, 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
21
|
ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუს-ფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე, პროფილის გათვალისწინებით, – სტანდარტული ტესტები
|
|
ა) კლინიკური და ბიოქიმიური დიაგნოსტიკური ლაბორატორიული სერვისები უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/ მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მოლეკულური დიაგნოსტიკური ლაბორატორიული სერვისი უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;
გ) პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სერვისის მიმწოდებლებისთვის ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/ მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;
დ) ლაბორატორიული სერვისის სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოფის შემთხვევაში სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის სანებართვო დანართი ან შეტყობინება მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობაზე
|
|
22
|
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომლის ფარგლებშიც, 24 საათის განმავლობაში, პაციენტისათვის უზრუნველყოფილია სწრაფი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა ისეთ სამედიცინო დახმარებასთან, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ხოლო შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების ეფექტიანი განთავსება/ტრანსპორტირება შესაბამისი სერვისის მიმწოდებელთან
|
|
სავალდებულოდ არ ვრცელდება: პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისების მიმწოდებლებზე
|
|
23
|
სტაციონარში (მ.შ., გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში) მოხვედრილი ყველა პაციენტისათვის, მიუხედავად მათი დაყოვნებისა, უზრუნველყოფილია, C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება
|
|
გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებიც:
ა) რეგისტრირებულნი არიან ან გადიან ანტივირუსული მკურნალობის კურსს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში;
ბ) დასრულებული აქვთ ანტივირუსული მკურნალობის კურსი (მ.შ., შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), რაც დასტურდება სათანადო დოკუმენტირებული მტკიცებულებით;
გ) ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;
დ) ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე და დადგენილი აქვთ დადებითი შედეგი, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;
ე) 18 თვემდე ასაკის ბავშვები;
ვ) არ მოეთხოვება ნებართვის დანართი იმუნოლოგიურ და სეროლოგიურ კვლევაზე
|
|
24
|
კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სერვისის უზრუნველყოფა;
|
|
ა) სისხლისა და სისხლის კომპონენტების მიწოდება შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) სისხლი და სისხლის კომპონენტები უნდა ინახებოდეს ამ მიზნით გამოყოფილ მაცივარში (ვერტიკალურ მდგომარეობაში), რომელიც უზრუნველყოფს შენახვის ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმს (4-6°C). პლაზმა უნდა ინახებოდეს საყინულე კამერაში ან დაბალ ტემპერატურულ (- 20 – -80
0 C) სპეციალურ საყინულე მაცივარში;
გ) იმ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XI1 ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
დ) იმ კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XIX ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
|
‘‘;
ა.ი) 26-ე, 27-ე, 28-ე და 29-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
26
|
რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა
|
|
ა) არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობების განმახორციელებელს;
ბ) შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე, ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;
გ) საბაზისო (I) მოვლის დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე;
დ) ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) სერვისის მიმწოდებელს მოეთხოვება საკუთარი მობილური რენტგენის აპარატი;
ე) იმ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XI1 ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში;
ვ) იმ კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XIX ნაწილს შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
ზ) პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სერვისის მიმწოდებლებისთვის რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან
ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას
|
|
27
|
კარდიოგრაფი
|
|
იმ კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XIX ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში
|
|
28
|
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სერვისის უზრუნველყოფა
|
|
ა) არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას;
ბ) შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;
გ) იმ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XI1 ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში;
დ) იმ კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავსებენ ცხრილის XIX ნაწილს, შესაბამის მოთხოვნებს უთითებენ იმავე ცხრილში;
|
|
29
|
სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
|
|
არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელ დაწესებულებებს
დეტალური ინფორმაცია პერსონალის შესახებ მოწოდებული უნდა იქნეს N3 დანართის შესაბამისად
|
‘‘;
ა.კ) 30-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 პუნქტი:
,,
|
301
|
თითოეულ სტაციონარს უნდა ჰყავდეს სოციალურ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი − სოციალური მუშაკი
|
|
სავალდებულოა 2021 წლის 1 თებერვლიდან
|
‘‘;
ა.ლ) 31-ე და 32-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
31
|
საწოლი/პალატა ინტენსიური თერაპიისათვის
|
|
ფუნქციური საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული არაინვაიზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: NIBP, პულსოქსიმეტრია; თითოეულ საწოლთან უნდა იყოს ერთი ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით და 2 დენის წყაროს მიმღები (პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისი მახასიათებლები)
|
|
32
|
საევაკუაციო გასასვლელი
|
|
ნებართვის მაძიებელს/მფლობელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი
|
‘‘;
ა.მ) 35-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე და 37-ე პუნქტები:
,,
|
36
|
დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინასწარი ინფორმირება პაციენტების რეფერალური გადაყვანის შემთხვევების თაობაზე და უზრუნველყოს სათანადო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება
|
|
|
|
37
|
დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია რისკის ზონების შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, სათვალე/სახის ფარი, ხელთათმანები და სხვ.), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
|
|
|
‘‘;
ბ) II ნაწილით განსაზღვრული ცხრილის (დიალიზის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
3
|
შესაბამისი სავარძელი/საწოლი
|
|
მიეთითოს სავარძლების/ საწოლების რაოდენობა
|
‘‘;
გ) III ნაწილით განსაზღვრული ცხრილი (ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
III
|
ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N
|
|
N
|
სანებართვო პირობები
|
ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ
|
შენიშვნა
|
|
1
|
ერთადგილიანი ბოქსირებული პალატა რაბითა და სანიტარიული კვანძით განსაკუთრებით საშიში ინფექციებისათვის
|
|
2020 წლის ანგარიშგების ფორმაში მიეთითება აღნიშნული პირობის შესრულების მდგომარეობა
|
|
2
|
საიზოლაციო სათავსები:
ა) არანაკლებ 2 ბოქსისა (ერთსაწოლიანი) ყოველ 50 ინფექციურ საწოლზე;
ბ) 2 ნახევრადბოქსი (ერთი ან/და ორსაწოლიანი) ყოველ 50 ინფექციურ საწოლზე;
გ) არანაკლებ 4 ბოქსირებული პალატისა ყოველ 50 ინფექციურ საწოლზე (საწოლების მაქსიმალური რაოდენობა 1 ბოქსირებულ პალატაში - 4);
დ) 25 საწოლზე ნაკლები ინფექციური პროფილის საწოლფონდის შემთხვევაში, მოეთხოვება სულ მცირე 1 ბოქსი, 1 ნახევრადბოქსი და 1 ბოქსირებული პალატა.
|
|
სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან
ა) საიზოლაციო სათავსები უნდა აკმაყოფილებდეს „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) საიზოლაციო სათავსებში საწოლთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს ინფექციური პროფილის საწოლფონდის არანაკლებ 20%-ს;
გ) შესაძლებელია ნახევრადბოქსების ბოქსებითა და ბოქსირებული პალატების ნახევრადბოქსებით ჩანაცვლება;
დ) ბოქსების, ნახევრადბოქსების, ბოქსირებული პალატებისა და საიზოლაციო საწოლების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან;
ე) ჩამდინარე წყლების მართვა კანონმდებლობის შესაბამისად (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან);
ვ) ჰაერში არსებული პათოგენური ბიოლოგიური აგენტების გაუვნებელყოფის მიზნით ბოქსებში სავალდებულოა ჰაერის გამაუვნებელი მაღალეფექტური ჰეპაფილტრების გამოყენება (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან)
|
‘‘;
დ) V ნაწილით განსაზღვრული ცხრილის (ონკოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
1
|
სხივური სერვისის უზრუნველყოფა
|
|
სხივური თერაპიის სერვისი შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას
|
|
2
|
ქიმიოთერაპიული სერვისის უზრუნველყოფა
|
|
ქიმიოთერაპიული სერვისი შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ
|
‘‘;
ე) VII ნაწილით განსაზღვრული ცხრილის (ქირურგიული პროფილის მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
5
|
„რეანიმაციული“ სერვისის უზრუნველყოფა
|
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას.
გამონაკლისს წარმოადგენს:
ა) მაღალმთიანი/საზღვრისპირა რაიონები (მუნიციპალიტეტები), სადაც აღნიშნული სერვისის განხორციელება ნებადართულია ინტენსიური თერაპიის პალატის ფარგლებში მართვითი სუნთქვისათვის საჭირო აღჭურვილობისა (მ.შ. აირების უსაფრთხო მიწოდების) და შესაბამისი სპეციალისტით უზრუნველყოფის შემთხვევაში;
ბ) პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის
სერვისი, თუ მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პოსტოპერაციულ პალატაში უზრუნველყოფილია შემდეგი პირობები:
ბ.ა) დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის, მართვითი სუნთქვისათვის საჭირო აღჭურვილობა (მ.შ. აირების უსაფრთხო მიწოდების);
ბ.ბ) შესაბამისი სპეციალისტით უზრუნველყოფა;
ბ.გ) თითოეული საწოლი ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ იძლეოდეს პაციენტის იზოლირების (მ.შ., შირმა/ თეჯირი) საშუალებას;
ბ.დ) საწოლთა განთავსება უნდა იძლეოდეს 360
0-იანი
მისადგომობის შესაძლებლობას;
ბ.ე) იზოლირებული სივრცეები მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში
|
‘‘;
ვ) VIII ნაწილით განსაზღვრული ცხრილის (ნეიროქირურგიული მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
1
|
ნეიროქირურგიული მომსახურების შემთხვევაში ქირურგიული პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VII ნაწილი) ერთად სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს
მაღალტექნოლოგიური კვლევის უზრუნველყოფა, მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით (კომპიუტერული ტომოგრაფი ან/და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი (MRI) და სხვ.)
|
|
შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე
|
‘‘;
ზ) IX ნაწილით განსაზღვრულ ცხრილს (გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,
|
6
|
პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა
|
|
შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/ მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
‘‘;
თ) X ნაწილით განსაზღვრული ცხრილის (რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
1
|
სარეანიმაციო დარბაზი დაკვირვების ავტომატური სისტემით, ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის, რეანიმაციული საწოლები, რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლთა საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი და 3-ზე ნაკლები
|
|
ა) შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში – ბავშვებისათვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი;
ბ) ახალშობილთათვის შესაბამისი სერვისის მიწოდება წარმოებს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) ფარგლებში;
გ) დაწესებულების საწოლთა ფონდთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისზე
|
‘‘;
ი) XI ნაწილით განსაზღვრული ცხრილის (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) საქმიანობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 ნაწილი:
,,
|
XI1
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) საქმიანობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N
(სტაციონარული დაწესებულებებისთვის, რომლებიც სანებართვო დანართი (შესაბამისი დონით) მოიპოვეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 აგვისტოს N 385 დადგენილების მოქმედი რედაქციით განსაზღვრული სანებართვო პირობებით 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში)
|
|
1
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შესასვლელი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს სატრანსპორტო საშუალების მისასვლელს
|
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის სხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, მასში შესასვლელი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს სატრანსპორტო საშუალების მისასვლელს და ხელმისაწვდომი იყოს ფეხით მოსიარულეთათვის
|
|
2
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულთან მისასვლელი გზა უნდა იძლეოდეს სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობას
|
|
|
|
3
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულს უნდა ჰქონდეს ორი შესასვლელი (ორი დამოუკიდებელი, გამიჯნული კარი, გამიჯნული შესასვლელით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)): სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისა და თვითდინებით (მ.შ., საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით) შემოსული პაციენტებისათვის
|
|
ა) უშუალოდ ერთეულის შესასვლელ(ებ)ი იზოლირებული უნდა იყოს სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების შესასვლელისაგან (პაციენტთა ნაკადების გამიჯვნის მიზნით), ასევე არ უნდა გამოიყენებოდეს კლინიკის სხვა პერსონალის მოძრაობისთვის ამ ერთეულის გავლით;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული სერვისის მიმწოდებლებისათვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2022 წლიდან
|
|
4
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შესასვლელი უნდა იყოს გადახურული
|
|
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მისადგომი უნდა იფარებოდეს მთლიანად
|
|
5
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) თითოეული კარის ღიობი (მ.შ., ერთეულში შესასვლელი კარების ღიობები) უნდა იძლეოდეს საკაცის დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობას
|
|
|
|
6
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეული უნდა იყოს ერთიანი და მოიცავდეს შემდეგ კლინიკურ/ სამედიცინო სივრცეებს: მოსაცდელი, სამკურნალო (დაკვირვების) სივრცე, რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) სივრცე, საპროცედურო, საიზოლაციო სათავსი, რომლებიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს
|
|
|
|
|
მოსაცდელი:
|
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის სივრცე, სადაც განთავსდებიან პაციენტის თანმხლები პირები, ასევე თვითდინებით შესული მომლოდინე პაციენტები
|
|
ა)
|
აქვს სველი წერტილი (ტუალეტი, ხელსაბანი)
|
|
მინიმალური მოცულობის გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულის (2 დაკვირვების და 1 სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საწოლი) შემთხვევაში, სველი წერტილი, შესაძლებელია, საერთო იყოს სამედიცინო დაწესებულების მიმდებარედ განლაგებულ სხვა ერთეულ(ებ)თან
|
|
ბ)
|
არის ტრიაჟის შესაძლებლობა
|
|
ა) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს III და IV დონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) სერვისის მიმწოდებლებისათვის;
ბ) სულ მცირე, განთავსებულია მაგიდა (ტრიაჟის ექთნისათვის)
|
|
6.2
|
სულ მცირე, ერთი რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) და ერთი სამკურნალო (დაკვირვების) სივრცე
|
|
ა) სივრცეებში საწოლების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:
ა.ა) სამკურნალო (დაკვირვების) სივრცეში – ყოველ 20 სტაციონარულ საწოლზე 1 საწოლი, მაგრამ სივრცეში, სულ მცირე, 2 საწოლი;
ა.ბ) რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) სივრცეში – სულ მცირე, 1 საწოლი, ამასთან, ამ საწოლების რაოდენობა უნდა შეადგენდეს სამკურნალო (დაკვირვების) საწოლების არანაკლებ 20%-ს, ამასთან, ყოველ 5-ზე მეტ სამკურნალო (დაკვირვების) საწოლზე უნდა ემატებოდეს არანაკლებ 1 რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) საწოლი;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I და II მოვლის დონეზე აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულში იზოლირებული რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) და სამკურნალო (დაკვირვების) სივრცეების არსებობა, ასეთ შემთხვევაში საკმარისია სივრცობრივი ზონირება. ამასთან, აუცილებელია, ერთეულში განთავსებული იყოს, სულ მცირე, 3 საწოლი (რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) 1 და სამკურნალო (დაკვირვების) 2 საწოლი);
გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონეზე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულში იზოლირებული რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) და სამკურნალო (დაკვირვების) სივრცეების არსებობა, ამასთან, აუცილებელია, ერთეულში განთავსებული საწოლების რაოდენობა იყოს, სულ მცირე, 6 (რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) 1 და სამკურნალო (დაკვირვების) 5 საწოლი);
დ) საპროცედურო, სათაბაშირო და საკონსულტაციო სივრცეები არ განიხილება სამკურნალო (დაკვირვების) სივრცედ
|
|
6.3
|
სამკურნალო (დაკვირვების) სივრცე(ები), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
|
ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I და II მოვლის დონეზე აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულში იზოლირებული სამკურნალო (დაკვირვების) სივრცეების არსებობა, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია სივრცობრივი ზონირება;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონეზე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულში იზოლირებული სამკურნალო (დაკვირვების) სივრცეების არსებობა;
გ) განკუთვნილია პაციენტებისათვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ სარეანიმაციო ღონისძიებები, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებენ გარკვეული დროით ადგილზე დაყოვნებას, დაკვირვების მიზნით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ემსახურება როგორც პედიატრიული ასაკის, ასევე მოზრდილ კონტინგენტს, პედიატრიული სამკურნალო (დაკვირვების) სივრცის (იზოლირებული) არსებობა აუცილებელი არ არის, ამასთან, სამკურნალო (დაკვირვების) სივრცის აღჭურვილობის არანაკლებ 30%-ისა (გამოთვლისას გამოიყენება დამრგვალების პრინციპი), მაგრამ, სულ მცირე, 1 საწოლისათვის, უნდა იყოს პედიატრიული მახასიათებლებით
|
|
ა)
|
თითოეულ საწოლზე გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 12 მ2 შემდეგი პრინციპით: დაცილება საწოლებს, საწოლების გვერდით ზედაპირებსა და კედლებს, ასევე საწოლის ბოლოსა და კედელს შორის – 1.2 მ, საწოლის თავის დაცილება კედელთან – სულ მცირე, 0.5 მ
|
|
|
|
ბ)
|
საწოლები გამოყოფილი უნდა იყოს ტიხრებით
|
|
სტაციონარული ან გადასატანი
|
|
გ)
|
სველი წერტილი (ტუალეტი, ხელსაბანი)
|
|
სივრცეზე ერთი სველი წერტილი პაციენტებისათვის
|
|
დ)
|
საექთნო პოსტი
|
|
ა) ექთნის დამოუკიდებელი პოსტი – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონის მიმწოდებლებისათვის;
ბ) თუ სივრცეები ინტეგრირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის სხვა სივრცეებთან, შესაძლებელია ერთიანი საექთნო პოსტის არსებობა
|
|
ე)
|
თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული არაინვაიზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: ეკგ, NIBP, პულსოქსიმეტრია
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ ასაკის შესაბამისი მახასიათებლები
|
|
ვ)
|
თითოეულ საწოლთან უნდა იყოს ერთი ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით და 2 დენის წყაროს მიმღები
|
|
|
|
ზ)
|
ამომქაჩი
|
|
ა) ერთი სამკურნალო (დაკვირვების) სივრცეში;
ბ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
6.4
|
სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი (შოკის) სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
|
|
ა) სივრცეში განთავსებულია სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საწოლ(ებ)ი ან სივრცე შედგება სტაციონარული ტიხრებით გამოყოფილი რამდენიმე სივრცისგან (ოთახისგან), რომელთაგან თითოეულში განთავსებულია სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საწოლ(ებ)ი;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ემსახურება როგორც პედიატრიული ასაკის, ასევე მოზრდილ კონტინგენტს, პედიატრიული სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი (შოკის) სივრცის (იზოლირებული) არსებობა აუცილებელი არ არის, ამასთან, სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი (შოკის) სივრცის აღჭურვილობის არანაკლებ 30%-ისა (გამოთვლისას გამოიყენება დამრგვალების პრინციპი), მაგრამ, სულ მცირე, 1 საწოლისთვის, უნდა იყოს პედიატრიული მახასიათებლებით
|
|
ა)
|
ერთსაწოლიანი სივრცის მინიმალური ფართი უნდა იყოს 17მ2, დაცილება საწოლებს, საწოლების გვერდით ზედაპირებსა და კედლებს, ასევე საწოლის ბოლოსა და კედელს შორის 1,5 მ, საწოლის თავის დაცილება კედელთან არანაკლებ 0.7 მ
|
|
|
|
ბ)
|
საწოლების განთავსება უნდა იძლეოდეს მათთან 3600 მიდგომის შესაძლებლობას
|
|
|
|
გ)
|
საწოლები გამოყოფილი უნდა იყოს ტიხრებით
|
|
სტაციონარული ან გადასატანი
|
|
დ)
|
ზოგადი განათების წყარო ადეკვატური განათებულობის უზრუნველსაყოფად
|
|
|
|
ე)
|
უნდა არსებობდეს ექთნის დამოუკიდებელი პოსტი
|
|
ა) ექთნის დამოუკიდებელი პოსტი – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონის მიმწოდებლებისათვის;
ბ) თუ სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი (შოკის) სივრცე ინტეგრირებულია სამკურნალო (დაკვირვების) სივრცესთან, შესაძლებელია, არსებობდეს ერთიანი საექთნო პოსტი
|
|
ვ)
|
თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული არაინვაიზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: ეკგ, NIBP, პულსოქსიმეტრია
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, სამედიცინო აღჭურვილობას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მახასიათებლები
|
|
ზ)
|
თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელოვნური სუნთქვის აპარატით
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
თ)
|
თითოეულ საწოლთან უნდა იყოს სამედიცინო აირების ორი წყარო ფლოუმეტრით და ამომქაჩი (სანაციის მიზნით)
|
|
ა) თითოეულ საწოლზე, სულ მცირე, ჟანგბადის ორი წყარო, ერთი ფლოუმეტრი და ერთი ამომქაჩი;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური სუნთქვის აპარატს ესაჭიროება მაღალი წნევის ჰაერის მიწოდება, თითოეულ საწოლთან, დამატებით, აუცილებელია ერთი ჰაერის წყაროს არსებობა;
გ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ამომქაჩი შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
ი)
|
თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადასასხმელი საშუალებების ჩამოსაკიდი სამაგრებით
|
|
|
|
კ)
|
თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სულ მცირე, 6 დენის წყაროს მიმღებით
|
|
|
|
ლ)
|
თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფუზიის პამპით
|
|
სულ მცირე, ორი ტუმბო და ერთი ინფუზომატი საწოლზე
|
|
6.5
|
საპროცედურო (სივრცე), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
|
ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I და II მოვლის დონეზე აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულში იზოლირებული საპროცედურო სივრცის არსებობა, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია სივრცობრივი ზონირება (მ.შ., სტაციონარული ან გადასატანი ტიხრებით);
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონეზე აუცილებელ მოთხოვნას
წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულში იზოლირებული საპროცედურო სივრცის არსებობა;
გ) დამოუკიდებელი სათაბაშირის არსებობისას აღნიშნული უნდა აკმაყოფილებდეს საპროცედუროსადმი (სივრცე) განსაზღვრულ მოთხოვნებს
|
|
ა)
|
ფართობი უნდა იყოს, სულ მცირე, 12 მ2
|
|
|
|
ბ)
|
არის ჟანგბადის ერთი წყარო ფლუომეტრით და სამი დენის წყაროს მიმღები
|
|
|
|
გ)
|
უნდა იყოს საოპერაციოსთვის გათვალისწინებული განათება
|
|
|
|
დ)
|
არის იმობილიზაციისთვის საჭირო და თაბაშირის ნახვევის მოსამზადებელი საშუალებები (მ.შ. სამუშაო ზედაპირი მასალის მომზადებისთვის)
|
|
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ტრავმა-პაციენტების მომსახურების შემთხვევაში
|
|
6.6
|
საიზოლაციო სათავს(ებ)ი) – ბოქსირებული პალატა, რომელიც აღჭურვილია
|
|
ა) უნდა აკმაყოფილებდეს „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის№01-38/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) განთავსებული უნდა იყოს სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი (შოკის) სივრცის მიმდებარედ;
გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I და II მოვლის დონის ერთეულის შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სტაციონარის ბოქსირებული პალატა, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით;
დ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency) III და IV მოვლის დონის ერთეულისათვის საკუთარი ბოქსირებული პალატის არსებობა აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2022 წლიდან
|
|
ა)
|
სრული არაინვაიზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებები: ეკგ, NIBP და პულსოქსიმეტრია
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი მახასიათებლები
|
|
ბ)
|
ჟანგბადის ერთი წყარო ფლუომეტრით და სამი დენის წყაროს მიმღებით
|
|
|
|
გ)
|
ამომქაჩი
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
7
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency) ერთეული უნდა მოიცავდეს შემდეგ დამხმარე სივრცეებს:
|
|
|
|
7.1
|
სარეგისტრაციო
|
|
ა) უნდა ფუნქციონირებდეს 24/7 პრინციპით;
ბ) არაიზოლირებული სივრცე, რომელიც განთავსებული უნდა იქნეს თვითდინებით მოსული პაციენტების შესასვლელის ახლოს/მიმდებარედ, ისე, რომ არ ხდებოდეს შესასვლელის ბლოკირება;
გ) მოსაცდელისაგან განცალკევებული იყოს სივრცობრივი ზონირების პრინციპით.
|
|
7.2
|
სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და აღჭურვილობის შესანახ(ებ)ი (მ.შ. კარადა)
|
|
შესაძლებელია ინტეგრირებული იქნეს იმავე სართულზე განთავსებული სხვა ერთეულების შესაბამის სივრცეებთან
|
|
8
|
უნდა არსებობდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულიდან დიაგნოსტიკური, კრიტიკული (რეანიმაციული), საოპერაციო/ინტერვენციული სერვისების მიმწოდებელ სათავსებში პაციენტის თავისუფალი/შეუზღუდავი გადაადგილების შესაძლებლობა
|
|
შესაძლებელია ამ სერვისების სხვადასხვა სართულზე განლაგება. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ლიფტით პაციენტის დროული და შეუზღუდავი გადაადგილების შესაძლებლობა
|
|
9
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეული უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხელოვნური ვენტილაციის (ცენტრალური), გათბობისა და გაგრილების სისტემებით
|
|
საიზოლაციო სათავსი – უარყოფითი წნევით
|
|
10
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის სივრცეები და პაციენტების სველი წერტილები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გადაუდებელი გამოძახების სისტემით
|
|
გადაუდებელი გამოძახების სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს დახმარების დროულად მიღების შესაძლებლობას
|
|
11
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეული უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით
|
|
|
|
12
|
ყველა სივრცე, რომელშიც სამედიცინო მომსახურება გაეწევა პაციენტს (მ.შ. საპროცედურო, სათაბაშირე (არსებობის შემთხვევაში), რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო (შოკის) სივრცე, სამკურნალო (დაკვირვების)), უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელსაბანით
|
|
თუ სივრცეები არის ერთიანი სივრცის ნაწილი, შესაძლებელია, იყოს ერთი ხელსაბანი
|
|
13
|
თითოეულ საწოლთან უნდა იყოს განთავსებული ხელების დასამუშავებელი ანტისეპტიკური ხსნარი
|
|
|
|
14
|
უნდა არსებობდეს გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო (CPR CARD)
|
|
სულ მცირე, ერთი გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში
|
|
15
|
უნდა არსებობდეს შემდეგი აღჭურვილობა
|
|
|
|
15.1
|
ოფთალმოსკოპი
|
|
სულ ცოტა, ერთი გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში
|
|
15.2
|
ოტოსკოპი
|
|
სულ ცოტა, ერთი გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში
|
|
15.3
|
დეფიბრილატორი
|
|
ა) სულ მცირე, ერთი გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში;
ბ) ერთი დეფიბრილატორი გარეგანი პეისინგით ან ცალკე არსებობდეს ერთი პეისინგის აპარატი სამედიცინო დაწესებულებაში
|
|
15.4
|
საჰაერო გზების ადეკვატური მართვისთვის საჭირო საშუალებების სრული კომპლექტი
|
|
ა) სასანაციო, საინტუბაციო, ჰაერგამტარი მილები, ნაზალური კანულა, ნიღაბი, ნებულაიზერი, ლარინგოსკოპი, ამბუს ტომარა;
ბ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
15.5
|
რენტგენის ფირებისთვის ნეგატოსკოპი ან დიგიტალური სისტემა
|
|
სულ მცირე, ერთი გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში
|
|
15.6
|
პაციენტის გასათბობი საშუალება
|
|
სულ მცირე, ერთი სტაციონარულ დაწესებულებაში, მექანიკური (მ.შ. საბანი) ან ელექტრონული გამათბობელი საშუალება
|
|
15.7
|
სასუნთქი გზების მართვის ნაკრები კრიკოთირეოტომიის ჩატარებისათვის
|
|
ა) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, შესაბამისი მახასიათებლებით;
ბ) საკმარისია ერთი ნაკრები გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში
|
|
15.8
|
პორტატული მონიტორი და ხელოვნური სუნთქვის აპარატი
|
|
ა) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნქციები არ გააჩნია სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილ (შოკის) სივრცეში არსებულ აღჭურვილობას;
ბ) პაციენტების სხვა განყოფილებაში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი, სულ მცირე, ერთი დამოუკიდებელი აღჭურვილობა, გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში;
გ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
15.9
|
მაცივარი მედიკამენტებისათვის
|
|
საკმარისია ერთი მაცივარი გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულში
|
|
16
|
უნდა არსებობდეს ცალკე სველი წერტილი პერსონალისათვის
|
|
|
|
17
|
გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულს უნდა ჰქონდეს გაწერილი წესი/პროცედურა ტრიაჟისათვის
|
|
განთავსებული თვალსაჩინო ადგილას და ხელმისაწვდომი პერსონალისათვის
|
|
18
|
სერვისის ფარგლებში 24/7-ზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები: რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, კომპიუტერული ტომოგრაფია (ავტომატური შპრიცით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით)
|
|
კვლევებზე ხელმისაწვდომობა განისაზღვრება გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) ერთეულის დონით, შემდეგი პრინციპით:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონის სერვისების მიმწოდებლებისათვის. სერვისის უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ დასაბუთებული იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების შესაძლებლობა;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების II, III და IV მოვლის დონის სერვისების მიმწოდებლებისათვის დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს მობილური ექოსკოპის არსებობა (პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი მახასიათებლებით), ხოლო III და IV მოვლის დონის სერვისების მიმწოდებლებისათვის, დამატებით, მობილური რენტგენის არსებობა (პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი მახასიათებლებით)
|
|
19
|
სერვისის ფარგლებში 24/7-ზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი ლაბორატორიული კვლევების შესრულება:
ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I, II, III და IV მოვლის დონე: სისხლის ჯგუფისა და რეზუსის, შეთავსების განსაზღვრა, სისხლის გაზები, კარდიალური ენზიმები (ტროპონინი ორივე, კრეატინკინაზა MB), კრეატინინი, ელექტროლიტები სისხლში;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების II, III და IV მოვლის დონე: ამილაზა, ბილირუბინი ფრაქციებით, კალციუმი, გლუკოზა (სისხლში და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, ლაქტატი, ლიპაზა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT), მეტჰემოგლობინი, შარდოვანა, სისხლის საერთო ანალიზი (თრომობიციტების რაოდენობის ჩათვლით), სისხლის ფორმიანი ელემენტები თავ-ზურგ-ტვინის სითხესა და სხეულის სხვა სითხეებში; ედს-ი, კოაგულაციური სპექტრი, რეტიკულოციტები, Gram staining and culture/sensitivities, შარდის საერთო ანალიზი, ფეხმძიმობაზე ტესტი (გადაუდებელი), ჰეპატიტის სკრინინგი, HIV სკრინინგი, CSF სეროლოგია (სიფილისი)
|
|
ა) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევები – პასუხის მიღება არაუმეტეს 30 წთ-ში საჭიროების განსაზღვრიდან;
ბ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევები – პასუხის მიღება არაუმეტეს 2 საათში საჭიროების განსაზღვრიდან;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კვლევებისათვის განსაზღვრული უნდა იყოს განხორციელების სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (SOP), რომელშიც, ასევე, გათვალისწინებული იქნება პასუხების შესაბამის ვადებში მიღების შესაძლებლობა
|
|
20
|
გადაუდებელი დახმარების ერთეულის (Emergency) საჭიროებისათვის დაწესებულებაში 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისხლის კომპონენტები
|
|
მუდმივ რეჟიმში განახლებადი მარაგი ადგილზე:
ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I და II მოვლის დონე – სულ მცირე, 1 ბეგი პირველი უარყოფითი – ერითროციტარული მასა;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონე – სულ მცირე, 3 ბეგი პირველი უარყოფითი ერითროციტარული მასა
|
|
21
|
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შემდეგი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP)/ პროტოკოლები: დიაგნოსტიკური კვლევების უზრუნველყოფის (ადგილზე და ხელშეკრულებით), ლაბორატორიული კვლევების უზრუნველყოფის (ადგილზე და ხელშეკრულებით), კონსულტანტების უზრუნველყოფის (ადგილზე და გამოძახებით), კონფლიქტური სიტუაციების მართვის, BLS, ACLS, ATLS, რთული საჰაერო გზების მართვის, მწვავე კორონარული სინდრომის მართვის, ცნობიერების მოშლის მართვის, PALS, NRP, გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბოს (CPR CARD) გამოყენების
|
|
NRP – შესაბამისი პაციენტების მომსახურების შემთხვევაში
|
|
22
|
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექიმ-სპეციალისტთა (მ.შ. კონსულტანტი) მომსახურებაზე დროული ხელმისაწვდომობა
|
|
ექიმი – სპეციალისტების (მ.შ. კონსულტანტების) ჩამონათვალი და მათი მომსახურებით უზრუნველყოფის დრო განისაზღვრება დონის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
|
23
|
ექთნების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით
|
|
24/7
|
|
23.1
|
არანაკლებ 1 ტრიაჟის ექთანი
|
|
ა) ცალკე ტრიაჟის ექთანი მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების III და IV მოვლის დონის მქონე ერთეულის შემთხვევაში;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების I და II მოვლის დონის მქონე ერთეულის შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცია შეიძლება შეითავსოს სხვა (კრიტიკულ მდგომარეობათა ან სამკურნალო (დაკვირვების)) ექთანმა
|
|
23.2
|
ყველა (I, II, III და IV) დონეზე ყოველ 1 სარეანიმაციო ღონისძიებებისათვის განკუთვნილ საწოლზე არანაკლებ 1 კრიტიკულ მდგომარეობათა ექთანი
|
|
|
|
23.3
|
სამკურნალო (დაკვირვების) საწოლებზე ყველა (I, II, III და IV) დონეზე:
ა) ≤3 საწოლზე – არანაკლებ ერთი სამკურნალო (დაკვირვების) ექთანი;
ბ) ყოველ შემდგომ ≤3 საწოლზე – დამატებით ერთი სამკურნალო (დაკვირვების) ექთანი
|
|
|
|
24
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency) ერთეულის ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 30 უსგ ქულას. ამავდროულად, ის უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში, რომლებიც დაკავშირებულია:
ა) კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვასა და ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების მართვასთან – 2 წელიწადში ერთხელ;
ბ) ტრავმებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვასთან – სამ წელიწადში ერთხელ
|
|
ა) მოთხოვნა არ ეხება კონსულტანტ ექიმ-სპეციალისტებს;
ბ) ყოველწლიურად სავალდებულო უსგ ქულების (30) რაოდენობის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს აუცილებელი
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების (კარდიოვასკულური პრობლემებით, ბავშვთა ასაკის გადაუდებელი და ტრავმებით გამოწვეული მდგომარეობების მართვის) ფარგლებში მინიჭებული უსგ ქულები
|
|
25
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency) ერთეულის ყველა ექთანმა 2 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვასა და ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების მართვასთან
|
|
|
‘‘;
კ) XII ნაწილით განსაზღვრულ ცხრილს (რადიოლოგიური, მათ შორის, რენტგენოლოგიური, მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,
|
4
|
თითოეულმა ექიმმა ყოველწლიურად უნდა დააგროვოს 20 უსგ კრედიტ-ქულა
|
|
|
‘‘;
ლ) XVIII ნაწილით განსაზღვრულ ცხრილის (ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX ნაწილი:
,,
|
XIX
|
კარდიოქირურგიული მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N
(სტაციონარული დაწესებულებებისთვის, რომლებიც სანებართვო დანართი მოიპოვეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 აგვისტოს N 385 დადგენილების მოქმედი რედაქციით განსაზღვრული სანებართვო პირობებით 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში)
|
|
1
|
ამბულატორიული ერთეულის არსებობა, სადაც ხორციელდება/განთავსებულია:
|
|
ა) ამბულატორიული ერთეული განთავსებულია პაციენტებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას (მ.შ., პირველ სართულზე, ან დაწესებულების შესასვლელთან ახლოს, ან შესაძლებელი იყოს მასში ლიფტით შეუფერხებელი მოხვედრა);
ბ) მრავალპროფილიანი სტაციონარული დაწესებულების შემთხვევაში, თუ დაწესებულებას აქვს ამბულატორიული ერთეული, დამოუკიდებელი კარდიოქირურგიული ამბულატორიის არსებობა არ არის აუცილებელი
|
|
1.1
|
რენტგენოლოგიური გამოკვლევები
|
|
ადგილზე, დაწესებულების ფარგლებში
|
|
1.2
|
ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები
|
|
ადგილზე, ამბულატორიული ერთეულის ფარგლებში
|
|
1.3
|
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევები
|
|
ადგილზე, ამბულატორიული ერთეულის ფარგლებში
|
|
1.4
|
(ტრანსთორაკალური, სტრესექოკარდიოგრაფია)
|
|
განახლებადი მუდმივ რეჟიმში
|
|
2
|
კარდიოქირურგიული ერთეულის არსებობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
|
ა) კარდიოქირურგიული ერთეულის ფარგლებში ხორციელდება პაციენტების ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი სტაციონარული მომსახურება;
ბ) კარდიოქირურგიული პალატების კარდიოლოგიურ განყოფილებაში/დეპარტამენტში განთავსების შემთხვევაში, მათი განყოფილების/დეპარტამენტის სახით დამატებითი იზოლირება აუცილებელი არ არის
|
|
2.1
|
კარდიოქირურგიული სერვისის ფარგლებში სივრცეები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის არის იზოლირებული
|
|
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს (ქირურგიული პროფილი), აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
2.2
|
კარდიოქირურგიული პალატები
|
|
არანაკლებ 8 კარდიოქირურგიული საწოლით (მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა საწოლები ჯამურად)
|
|
2.3
|
კარდიოქირურგიული პალატის თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
|
|
გათვალისწინებული უნდა იქნეს საწოლის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა
|
|
ა)
|
სრული არაინვაზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: ეკგ, არაინვაზიური წნევა – NIBP, პულს-ოქსიმეტრი, თერმომეტრი
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ ასაკის შესაბამისი მახასიათებლები
|
|
ბ)
|
უსაფრთხო აირთა ქსელით
|
|
|
|
გ)
|
დენის წყაროს 4 მიმღებით
|
|
|
|
3)
|
სულ მცირე, ერთი სარეანიმაციო (დარბაზი/პალატა) იზოლირებული სივრცე კარდიოქირურგიული პროფილის პაციენტებისათვის
|
|
იზოლირებული სივრცეები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს (ქირურგიული პროფილი), აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
4
|
საოპერაციო ბლოკი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
|
გეგმური, სასწრაფო და გადაუდებელი კარდიოქირურგიული ოპერაციებისათვის
|
|
4.1
|
არის იზოლირებული სივრცე, სადაც განთავსებულია საოპერაციო დარბაზები, კორიდორი, წინასაოპერაციო, პერფუზიის ოთახი და სამარაგო
|
|
ა) ერთიანი სივრცე, რომელიც, სულ მცირე, 1 კარით გამოყოფილია დაწესებულების სხვა სივრცეებისაგან;
ბ) საოპერაციო ბლოკის შიდა სათავსებში გათვალისწინებული უნდა იქნეს სეპტიკური და ასეპტიკური სათავსების ზონები (სტერილური ზონა, „სუფთა“ ანუ მკაცრი რეჟიმის ზონა, „ჭუჭყიანი“ სათავსების ზონა), რომლებშიც
უზრუნველყოფილია ნაკადების გამიჯვნა მიმართულებების მიხედვით და უზრუნველყოფილია მათი გადაკვეთის პრევენცია;
გ) წინასაოპერაციოში უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ხელსაბანი;
დ) საოპერაციო დარბაზებისათვის ერთიანი წინასაოპერაციოს არსებობისას – ერთი ხელსაბანი;
ე) ხელსაბანების განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს საოპერაციო დარბაზში ქირურგის პირდაპირ მოხვედრას ისე, რომ გამოირიცხოს მისი კონტაქტი „ჭუჭყიან“ ზონასთან/ნაკადთან
|
|
4.2
|
არის, სულ მცირე, ორი საოპერაციო დარბაზი
|
|
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში ტარდება ენდოვასკულური ინვაზიები: სტენტ-სარქველის ჩადგმა (TAV-ი), ენდოსტენტირება, მიტრალური სარქვლის კლიპირება და სხვა, დაცული უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ორი საოპერაციოდან ერთი უნდა იყოს ე.წ. „ჰიბრიდული“ (აღნიშნული საოპერაციო ერთდროულად მოიცავს ქირურგიას და ვიზუალიზაციის სისტემას;
ბ) აღნიშნული ჩარევები შესაძლებელია, ჩატარდეს კათეტერიზაციის სტაციონარულ ლაბორატორიაში (ამ შემთხვევაში არ დაიშვება პორტატული C –arm-ის გამოყენება)
|
|
4.3
|
ვენტილაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საოპერაციო დარბაზში დადებითი ატმოსფერული წნევის შენარჩუნებას, ხოლო ჰაერცვლა უნდა წარმოებდეს არანაკლებ 20-ჯერ საათში, რომელთაგან 3-ჯერ მაინც უნდა მოხდეს სუფთა ჰაერით ჩანაცვლება, როგორც რეცირკულირებული, ასევე სუფთა ჰაერი უნდა იფილტრებოდეს HEPA ფილტრებში
|
|
|
|
4.4
|
საოპერაციო დარბაზი უზრუნველყოფილია სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით
|
|
სავალდებულოა სამედიცინო დანიშნულების აირების ცენტრალიზებული სისტემა
|
|
4.5
|
საოპერაციო დარბაზში უზრუნველყოფილია:
|
|
|
|
ა)
|
დაგეგმილი განათება
|
|
|
|
ბ)
|
სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი
(18-220)
|
|
|
|
გ)
|
სტაბილური ტენიანობა (35-70%)
|
|
|
|
4.6
|
საოპერაციო დარბაზის იატაკი დაფარული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი სპეციალური ანტიმიკრობული, ანტისტატიკური თვისებების ჰომოგენური საფარით, რომელიც ექვემდებარება რეცხვასა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას
|
|
|
|
4.7
|
თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის არის სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მოწყობილობა
|
|
ამავდროულად, სერვისის ფარგლებში ხელმისაწვდომია, სულ მცირე, ერთი „სელსეივერი“ (cell savers) და ერთი ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის მოწყობილობა (Intra-aortic balloon pump)
|
|
4.8
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზში არის საანესთეზიო მოწყობილობა
|
|
|
|
4.9
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზში არის პაციენტის მონიტორინგის საშუალებები:
|
|
დამოუკიდებელი ან ინტეგრირებული
|
|
ა)
|
პულსოქსიმეტრი
|
|
|
|
ბ)
|
ეკგ
|
|
5 განხრით, ST შეფასებით
|
|
გ)
|
წნევის ინვაზიური მონიტორირების ორი ხაზი და NIBP
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში ასაკის შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
დ)
|
ტემპერატურული მონიტორინგი
|
|
|
|
4.10
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზში არის:
|
|
|
|
ა)
|
ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები
|
|
პედიატრიული მომსახურების შემთხვევაში, ასაკის შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
ბ)
|
პაციენტის გამათბობელი
|
|
მექანიკური (მ.შ., საბანი ან ლეიბი) ან ელექტრონული გამათბობელი საშუალება
|
|
გ)
|
დეფიბრილატორი და პირდაპირი დეფიბრილაციის თათი
|
|
ა) თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის – 1;
ბ) სულ მცირე, 3 წყვილი დეფიბრილაციის თათი (მ.შ., ერთი სარეზერვო);
გ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში – შესაბამისი მრავალჯერადი ელექტროდებით
|
|
დ)
|
პერფუზორი
|
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზისათვის – სულ მცირე, 5
|
|
ე)
|
ACT (სისხლის შედედების დროის განმსაზღვრელი აპარატი)
|
|
თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის – 1
|
|
ვ)
|
ბრონქოსკოპი
|
|
არანაკლებ 1 ორი საოპერაციო დარბაზისათვის (მ.შ. დაწესებულების ფარგლებში)
|
|
ზ)
|
რითმის ხელოვნური წამყვანი (პეისმეიკერი)
|
|
ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 1 დამატებითი პეისმეიკერი;
ბ) პეისმეიკერს უნდა ჰქონდეს ერთდროულად წინაგულოვანი და პარკუჭოვანი რითმის მიწოდების საშუალება;
გ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისი მახასიათებლები
|
|
თ)
|
საინფუზიო სითხეების გამათბობელი
|
|
|
|
4.11
|
საოპერაციო დარბაზის საანესთეზიო სივრცის მოწყობა:
|
|
|
|
ა)
|
დენის წყაროს 12 მიმღები
|
|
|
|
ბ)
|
ჟანგბადის 2 წყარო
|
|
|
|
გ)
|
ჰაერის 2 წყარო
|
|
|
|
დ)
|
ნახშირორჟანგის 1 წყარო
|
|
არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში
|
|
ე)
|
დადებითი ან უარყოფითი წნევის წყარო
|
|
სულ 2
|
|
ვ)
|
ამონასუნთქი გაზების გამწოვი
|
|
|
|
4.12
|
ქირურგიული ინსტრუმენტების სავალდებულო ნაკრებები საოპერაციო ბლოკში:
|
|
|
|
ა)
|
ქირურგიული ინსტრუმენტების, სულ მცირე, 3 ნაკრები, შემდეგი პრინციპით:
|
|
2-ზე მეტი საოპერაციო დარბაზის შემთხვევაში, დამატებით კიდევ 1 ნაკრები
|
|
ა.ა)
|
სულ მცირე, 2 ნაკრები შუნტირებისთვის
|
|
|
|
ა.ბ)
|
დამატებითი იარაღები გულის სარქვლების ჩანაცვლებისთვის/შეკეთებისთვის – სულ მცირე 1 ნაკრები
|
|
|
|
ბ)
|
სასწრაფო რეთორაკოტომიის მუდმივ მზადყოფნაში არსებული, სულ მცირე, ერთი ნაკრები
|
|
|
|
გ)
|
2 სტერნოტომი (თითოეული საოპერაციო დარბაზისთვის 1)
|
|
2-ზე მეტი საოპერაციო დარბაზის შემთხვევაში, ყოველ დამატებით დარბაზზე – 1 სტერნოტომი
|
|
დ)
|
ელექტრო კოაგულაციის აპარატი- ელექტრო დანა
|
|
თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის – 1
|
|
4.13
|
რენტგენის ფირებისთვის ნეგატოსკოპი ან დიგიტალური სისტემა
|
|
|
|
4.14
|
კლინიკური პერფუზიის ოთახი
|
|
სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მოწყობილობების შენახვისა და ოპერაციისთვის მომზადებისათვის, რომელიც განთავსებულია საოპერაციო დარბაზებთან მაქსიმალურად ახლოს
|
|
5
|
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დარბაზი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
|
ა) საწოლების რაოდენობა – არანაკლებ 2-ისა, თითოეულ საოპერაციო დარბაზზე გადაანგარიშებით;
ბ) თითოეული საწოლი ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ იძლეოდეს პაციენტის იზოლირების (მ.შ., შირმა/თეჯირი) საშუალებას;
გ) საწოლთა განთავსება უნდა იძლეოდეს 3600-იანი მისადგომობის შესაძლებლობას;
დ) იზოლირებული სივრცეები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს (ქირურგიული პროფილი), აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
ა)
|
საოპერაციო ბლოკთან იოლი მიდგომის შესაძლებლობა
|
|
საოპერაციო ბლოკისა და პოსტოპერაციული პალატის სხვადასხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ლიფტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საოპერაციო ბლოკს და გამოიყენება მხოლოდ ბლოკში ან ბლოკიდან პაციენტის გადასაყვანად
|
|
ბ)
|
იატაკი დაფარული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი სპეციალური ანტიმიკრობული, ანტისტატიკური თვისებების ჰომოგენური საფარით, რომელიც ექვემდებარება რეცხვასა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას
|
|
|
|
გ)
|
უნდა ჰქონდეს გათბობისა და გაგრილების გამართულად მოფუნქციონირე საშუალებები/სისტემა
|
|
|
|
დ)
|
დაგეგმილი განათება
|
|
სულ მცირე, ერთი მოძრავი განათების წყარო (ქირურგიული)
|
|
ე)
|
ვენტილაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს დადებითი ატმოსფერული წნევის შენარჩუნებას, ხოლო ჰაერცვლა უნდა წარმოებდეს არანაკლებ 15-ჯერ საათში, როგორც რეცირკულირებული, ასევე სუფთა ჰაერი უნდა იფილტრებოდეს HEPA ფილტრებში
|
|
|
|
ვ)
|
თითოეული საწოლი უნდა აკმაყოფილებდეს რეანიმაციული საწოლისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს
|
|
|
|
6
|
გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო (CPR CARD)
|
|
ა) სულ მცირე, ერთ კარდიოქირურგიულ ერთეულში;
ბ) განახლებადი მუდმივ რეჟიმში
|
|
7
|
დეფიბრილატორი
|
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში – შესაბამისი მრავალჯერადი ელექტროდებით
|
|
8
|
დამხმარე სერვისები:
|
|
|
|
8.1
|
24/7-ზე ტრანსფუზიოლოგიური სერვისის ხელმისაწვდომობა
|
|
ადგილზე უნდა ინახებოდეს:
ა) ერითროციტული მასის სულ მცირე, თითო დოზა სხვადასხვა ჯგუფის (ABO ჯგუფი) და რეზუსისათვის;
ბ) ახლად გაყინული პლაზმის თითო დოზა სხვადასხვა ჯგუფისა (ABO ჯგუფი) და რეზუსისათვის
|
|
8.2
|
მობილური/პორტატული რენტგენის მოწყობილობის ხელმისაწვდომობა
|
|
|
|
8.3
|
კომპიუტერული ტომოგრაფიული სერვისის (შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით) ხელმისაწვდომობა
|
|
ადგილზე (დაწესებულების ფარგლებში) – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
8.4
|
კარდიოლოგიური კათეტერიზაციის ლაბორატორია 24/7
|
|
ადგილზე (დაწესებულების ფარგლებში), რომლის დაგეგმარება უზრუნველყოფს მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ლაბორატორიაში ჩაყვანასა და პროცედურის ჩატარებას (მ.შ., ჟანგბადის მიწოდებას)
|
|
8.5
|
საოპერაციოსა და პოსტოპერაციული მოვლის ზონებში ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიული სერვისის ხელმისაწვდომობა 24/7-ზე
|
|
საკმარისია დაწესებულების ფარგლებში ერთი ტრანსეზოფაგური გადამწოდი
|
|
8.6
|
დაწესებულებაში, სადაც ხორციელდება სარქვლის აღდგენითი ქირურგია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3D ექო-კარდიოსკოპია
|
|
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
8.7
|
პრეოპერაციული სპირომეტრია
|
|
უნდა ხორციელდებოდეს ადგილზე (დაწესებულების ფარგლებში)
|
|
8.8
|
ფიზიოთერაპიული სერვისი
|
|
პრე და პოსტოპერაციულ ეტაპზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი
|
|
9
|
პერსონალი
|
|
|
|
9.1
|
არანაკლებ 3 კარდიოქირურგის (2022 წლის 1 იანვრიდან აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 4 კარდიოქირურგი) ხელმისაწვდომობა
|
|
ა) სავალდებულოა, სულ მცირე, 1 კარდიოქირურგის უწყვეტი ხელმისაწვდომობა ადგილზე;
ბ) არასამუშაო საათებში კარდიოქირურგი შესაძლებელია, ხელმისაწვდომი იყოს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;
გ) სულ მცირე, ერთი კარდიოქირურგი არანაკლებ ხუთწლიანი შესაბამისი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით, რომლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში;
დ) თითოეულ კლინიკას უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, 2 ისეთი კარდიოქირურგი (მ.შ., ერთი არანაკლებ ხუთწლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში (სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან)
|
|
9.2
|
ანესთეზიოლოგისა და რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ადგილზე 24/7-ზე
|
|
ა) სულ მცირე, 1 ანესთეზიოლოგისა და რეანიმატოლოგის უწყვეტი ხელმისაწვდომობა ადგილზე, 24/7-ზე;
ბ) სავალდებულოა, სულ მცირე, 5 ექიმ-სპეციალისტის ხელმისაწვდომობა, მ.შ., 1 სპეციალისტს (ხელმძღვანელი) ჰქონდეს კარდიოქირურგიული სერვისის ფარგლებში არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება
|
|
9.3
|
კლინიკური პერფუზიის სპეციალისტები – თითო საოპერაციო დარბაზზე ერთი
|
|
კლინიკური პერფუზიის სპეციალისტი:
ა) ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ან კარდიოლოგი ან კარდიოქირურგი;
ბ) შესაბამისი განათლების/უფლების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია დასტურდება შემდეგი ქვეყნების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტებით/მოწმობით/სერტიფიკატით (ლიცენზიით): ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია, კანადა, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, ლიხტენშტეინი, სამხრეთი აფრიკა
|
|
9.4
|
შემდეგი ექიმი-სპეციალისტების ხელმისაწვდომობა:
|
|
|
|
ა)
|
არანაკლებ 3 ინტერვენციული კარდიოლოგი 24/7-ზე
|
|
ა) არასამუშაო საათებში სპეციალისტი შესაძლებელია, ხელმისაწვდომი იყოს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;
ბ) სულ მცირე, ერთი ინტერვენციული კარდიოლოგი, არანაკლებ ხუთწლიანი შესაბამისი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით, რომლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში (სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან);
გ) თითოეულ კლინიკას უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, 2 ისეთი ინტერვენციული კარდიოლოგი (მ.შ., ერთი არანაკლებ ხუთწლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში (სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრიდან)
|
|
ბ)
|
გულის ელექტროფიზიოლოგი და არითმიების მართვის სპეციალისტი
|
|
მ.შ., კონსულტანტი [პირი, რომელსაც მოცემულ საექიმო სპეციალობაში აქვს გამოცდილება და იძლევა რჩევა-დარიგებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში] ხელშეკრულებით
|
|
გ)
|
თორაკალური ქირურგი
|
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
დ)
|
ზოგადი ქირურგი
|
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
ე)
|
რადიოლოგი
|
|
სამუშაო დღეებში მუდმივად, არასამუშაო საათებში – გამოძახებით
|
|
ვ)
|
ნევროლოგი
|
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
ზ)
|
გასტროენტეროლოგი/შინაგანი მედიცინის სპეციალისტი
|
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
თ)
|
ნეფროლოგი
|
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
ი)
|
ინფექციური სნეულებების სპეციალისტი
|
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
კ)
|
კარდიოლოგი 24/7-ზე
|
|
|
|
10
|
საექთნო პერსონალის ხელმისაწვდომობა შემდეგი პრინციპით:
|
|
|
|
ა)
|
კარდიოქირურგიული პალატის ექთანი 24/7-ზე
|
|
1 ექთანი – არა უმეტეს 8 პაციენტზე/საწოლზე 24 საათიან რეჟიმში არანაკლებ 2-ისა.
|
|
ბ)
|
ანესთეზიის ექთანი 24/7-ზე
|
|
ა) მინიმუმ 1 ანესთეზიის ექთანი მუდმივად ადგილზე;
ბ) თითოეულ საოპერაციო დარბაზზე – სავალდებულოა 1 ანესთეზიის ექთანი
გ) არასამუშაო საათებში, საჭიროების დროს, დამატებითი ექთნის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნეს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;
დ) აუცილებელია 5 წელიწადში ერთხელ გადიოდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ-შორის, კარდიოვასკულარული პრობლემებით გამოწვეული) მართვის კურსს
|
|
გ)
|
საოპერაციოს ექთანი 24/7-ზე
|
|
ა) მინიმუმ 1 საოპერაციოს ექთანი ბლოკში მუდმივად ადგილზე;
ბ) თითოეულ საოპერაციო დარბაზზე სავალდებულოა 1 ექთნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) არასამუშაო საათებში, საჭიროების დროს, დამატებითი ექთნის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნეს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას
|
|
დ)
|
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის მოვლის ექთანი
|
|
მინიმუმ 1 ექთანი 2 პაციენტზე/საწოლზე
|
|
ე)
|
საოპერაციოს უფროსი ექთანი
|
|
ა) 8 სთ/5 დღე კვირაში;
ბ) ერთი უფროსი ექთანი – საოპერაციო ბლოკში
|
|
11
|
სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP)/ პროტოკოლები, მ.შ.:
ა) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკების ქირურგია (ბავშვთა კარდიოქირურგიის შემთხვევაში);
ბ) გულის სიმსივნეების ქირურგია;
გ) აღმავალი აორტისა და აორტის რკალის ქირურგია (კომბინირებული პათოლოგიებისას დაღმავალი აორტა);
დ) კორონარული შუნტირება;
ე) 1 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ვ) ერთდროულად 2 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ზ) ერთდროულად 3 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
თ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და 1 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ი) ერთდროულად კორონარული შუნტირება და 2 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
კ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და 3 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ლ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია;
მ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია 1 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ნ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია 2 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ო) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია 3 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
პ) პერიკარდის ქირურგია;
ჟ) მკერდის ძვლის ქირურგია
|
|
|
|
12
|
კარდიოქირურგიული ოპერაციების გართულებების და/ან თანმხლები ოპერაციებისა და პროცედურების პროტოკოლები, მ.შ.:
ა) სისხლის ხელოვნური მიმოქცევის დაწყება, მართვა და დასრულება;
ბ) ECMO--ს დაწყება, მართვა და დასრულება;
გ) ინტრა აორტული კონტრპულსაციის ბალონის (IABP)-ის ჩადგმა, მართვა და ამოღება;
დ) სასწრაფო რესტერნოტომიის / რეთორაკოტომიის;
ე) ტრაქეოსტომიის;
ვ) ეპიცისტოსტომიის;
ზ) გასტროსტომიის;
თ) გართულებული ჭრილობების ვაკუმთერაპია;
ი) პერიტონეალური დიალიზი (პედიატრიული მიმართულების შემთხვევაში);
კ) დიაფრაგმის პლასტიკა (პედიატრიული მიმართულების შემთხვევაში)
|
|
|
|
13
|
დაწესებულებაში დანერგილი უნდა იყოს მკურნალობის გაიდლაინები და პროტოკოლები, მ.შ.,:
ა) ევროპის კარდიო-თორაკალურ ქირურგთა (EACTS);
ბ) ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC);
გ) ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC)/ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA); დ) ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC)/ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA)/კარდიოვასკულური ანგიოგრაფიის საზოგადოების (SCAI)
|
|
|
|
14
|
თითოეულმა ექიმმა (კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, კარდიოქირურგი) უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით ყოველწლიურად უნდა დააგროვოს 30 კრედიტქულა. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების თემატიკა განისაზღვრება კარდიოქირურგიული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით
|
|
|
|
15
|
რეანიმაციული სერვისის ფარგლებში დასაქმებული პერსონალი (ექთნები, ექიმები) უნდა მონაწილეობდეს მზადების პროგრამებში გულის გაჩერებისას რეანიმაციული ღონისძიებების (მაგ., ACLS ), ასევე ადგილზე გადაუდებელი განმეორებითი ქირურგიული ჩარევის (ექიმები) განხორციელების მიმართულებით
|
|
წელიწადში ერთხელ
|
|
16
|
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებას და გაზომვას, მონაცემთა შეგროვებასა და გამოსავლების მონიტორინგს, სიკვდილიანობისა და ავადობის მონიტორინგსა და გარჩევებს, წარუმატებელი შემთხვევების გარჩევას, რისკების მართვას
|
|
აღწერა:
ა) უნდა არსებობდეს ქირურგიული ჩარევების რეგისტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მე-11 პუნქტით განსაზღვრული ჩარევების (მ.შ., მათი გართულებები) შესახებ;
ბ) უნდა არსებობდეს წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე, თვეში ერთხელ ხორციელდება ჩატარებული ოპერაციების/ინტერვენციების გარჩევა ოპერატორების, ინტერვენციონისტების, ექიმების, ექთნების ჩართულობით;
გ) დაწესებულება ოპერატორების, კარდიოლოგ-ინტერვენციონისტების, ექიმების, ექთნების ჩართულობით, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოფდეს გასულ ჩატარებული ოპერაციების/ინტერვენციების რანდომიზირებულად შერჩეული შემთხვევების 10 %-ის განხილვას;
დ) დაწესებულება ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული ოპერატორის/ინტერვენციონისტის ეფექტურობის შეფასებას შემდეგი სქემით: თითოეული ოპერატორის/ინტერვენციონისტის შემთხვევების 10%-ის შეფასება/გარჩევა (თითოეული ოპერატორის/ინტერვენციონისტის, სულ მცირე, 10 შემთხვევა);
ე) დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი მონაცემების დოკუმენტურ აღრიცხვას:
ე.ა) რისკთან შეჭიდული სიკვდილობის მაჩვენებელი (a risk-adjusted mortality rate);
ე.ბ) რისკთან შეჭიდული ავადობის მაჩვენებელი (a risk adjusted morbidity rate);
ე.გ) საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელი (inpatient length of stay);
ე.დ) ყველა მიზეზით გამოწვეული რეჰოსპიტალიზაცია (risk adjusted all-cause readmission rate)
|
‘‘.
2. ბრძანებით დამტკიცებული №21 დანართით (სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრული ცხრილის სანებართვო პირობების 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
|
28
|
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი
|
|
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში შესაძლებელია სტაციონარული დაწესებულების საევაკუაციო გასასვლელით სარგებლობა, თუ შენობა-ნაგებობის დაგეგმარება იძლევა ამის საშუალებას. ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი
|
‘‘.
|