„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018672
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №37/ნ

2025 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 17/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018165):  

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების  დეპარტამენტის დებულება“; 

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უმაღლესი განათლების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და  პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

გ) სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; 

ე) სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ვ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ზ) უმაღლესი  განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

თ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა;

ი) აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

კ) საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა;

მ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ნ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

ო) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;

პ)  უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ბოლონიის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში (BFUG) მონაწილეობა,  უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინირება, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ბოლონიის პროცესის ეროვნული ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;

ჟ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

რ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ს) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;

ტ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის  ხელშეწყობა;

უ) უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება და პოპულარიზაცია;

ფ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ქ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა;

ღ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან საქმიანი თანამშრომლობა;

ყ) დეპარტამენტის კომპეტენციას განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამების მართვა;

შ) საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ჩ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამმართველო;

ბ) უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველო;

გ) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სამმართველო.";

ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

1. უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და  პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

გ) სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ე) უმაღლესი  განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა;

ზ) საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა;

ი) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; 

კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“;

ვ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

1. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

გ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა წახალისების მიზნით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

ვ) სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების პროცესების ადმინისტრირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვთ უფლებამოსილება, პროგრამების ადმინისტრირების პროცესში დაამუშაონ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“;

ზ) მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

„მუხლი 13

1. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;

ბ)  უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ბოლონიის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში (BFUG) მონაწილეობა,  უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინირება, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ბოლონიის პროცესის ეროვნული ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;

გ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;

ვ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის  ხელშეწყობა;

ზ) უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება და პოპულარიზაცია;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ი) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა;

კ)  სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 08 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე