„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №78/ნ

2020 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017679) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.“;

გ) მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111

1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
გ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და  გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება;
ზ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება;
მ)  სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
ნ) სახელმწიფო ჯილდოებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთა წარდგენის მიზნით  მასალების მომზადება და პროცესის უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა;
ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი  ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
ს)  სამინისტროში ახლად მიღებულ  საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
ტ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე;
უ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი;
ფ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.  სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან   ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;
ქ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა;
ღ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება:
ღ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზა;
ღ.ბ) სამინისტროში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა;
ღ.გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების მონაცემთა ბაზა;
ღ.დ) საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების მონაცემთა ბაზა;
ღ.ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა  საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების მონაცემთა ბაზა;
ღ.ვ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების მონაცემთა ბაზა;
ღ.ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების/მივლინების მონაცემთა ბაზა;
ღ.თ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) მონაცემთა ბაზა;
ყ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება;
შ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
ჩ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;
ც) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა   და მათზე რეაგირება;
ძ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან იმ დროს, როდესაც ვერ ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 10 ივლისიდან.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი