„სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-28/ნ |
|
2019 წლის 29 მარტი ქ. თბილისი |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”.
„3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).“;
„მუხლი 2
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებით (№1, №2 და №3) განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი (USB)), ასევე ქაღალდის მატარებელზე, რომლის ყოველი გვერდი დამოწმებულია დაწესებულების ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
2. დანართებით (№1, №2, №3) განსაზღვრული ფორმების შევსებისას გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი Sylfaen, სიმბოლოების ზომა – 10.
3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) დაწესებულების ანგარიშგების ფორმებში არ შეიტანება ინფორმაცია იმ პერსონალის შესახებ, რომელიც მომსახურებას აწვდის სტაციონარული დაწესებულების მხოლოდ ამბულატორიულ ერთეულებში;
ბ) ანგარიშგების ფორმებში არ ფიქსირდება ინფორმაცია უმცროსი ექიმების შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ ექთნის თანამდებობაზე დასაქმებულია დიპლომირებული ექიმი/დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, მის თაობაზე ინფორმაცია ფიქსირდება ექთნის შესაბამის ველში სტატუსის – დიპლომირებული ექიმი/სტუდენტი მითითებით).
4. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის გააჩნიათ ფილიალ(ებ)ი, ანგარიშგების ფორმები უნდა წარმოადგინონ როგორც ლიცენზიაში მითითებულ მისამართზე განთავსებული ძირითადი დაწესებულებისთვის, ასევე ამ იურიდიული პირის თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე.
ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.“.
ა.ა)
23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“; |
ა.ბ)
26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
.“.
|
ბ)
XV ნაწილის (ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების აღების და/ან შენახვის და/ან გადანერგვის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის №) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
“; |
გ)
XVII ნაწილის (სამეანო-ნეონატალური მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის №) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“; |
დ)
XVIII ნაწილს (ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 პუნქტი:
„
.“.
|
|