სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-23/ნ |
|
2018 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი |
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ტექნიკური რეგლამენტი –
ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:
1.
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა (დანართი №1).
2.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სააღმზრდელი საქმიანობის ლიცენზიის მქონე 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებისათვის (დანართი№2).
მუხლი 2
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
მუხლი 3
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმა უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი).
მუხლი 4
ეთხოვოთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ დაწესებულებებს მათთან დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შესახებ ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის შევსებისას იხელმძღვანელონ სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართის ნიმუშის (Excel) ფორმატით.
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2019.
- როდის იქნა მიღებული „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 25.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-23/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016533.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.10.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №01-23/ნ, 25.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4345983/