თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თელავი |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის და თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომ ტექსტში - წესი) განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებში, საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.
1. პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
1. პრემია გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
1. თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს თანამდებობის პირებზე, კერძოდ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი ან თვითონ საკრებულოს თავმჯდომარე.
3. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე, კერძოდ: გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პრემიის გაცემაზე ინიციირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.
4. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თვითონ გამგებელი. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.
5. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით.
6. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
1. თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებზე და საჯარო მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.