სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,908 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
გრანტი
ამ წესის მიზნებისთვის, ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის სამეცნიერო საქმიანობისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით
მუხლი 2
საგრანტო პროგრამა
ცენტრის გენერალური დირექტორის (შემდგომში - გენერალური დირექტორი) მიერ დამტკიცებული პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ
მუხლი 2
საგრანტო კონკურსი
თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას
მუხლი 2
საგრანტო განაცხადი
საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია
მუხლი 2
განმცხადებელი
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომელმაც მიმართა ცენტრს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
მუხლი 2
საგრანტო კონკურსის მონაწილე
განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული
მუხლი 2
საგრანტო წინადადება
წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა ცენტრს გრანტის მიღების მოთხოვნით
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად
მუხლი 2
საგრანტო ვადა
დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება
მუხლი 2
გრანტის გამცემი
ცენტრი, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს სამეცნიერო საბჭოს მეშვეობით
მუხლი 2
სამეცნიერო საბჭო
გენერალური დირექტორის მიერ, ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობისთვის, აგრეთვე, საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, შექმნილი საბჭო
მუხლი 2
ტექნიკური ხარვეზი
მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, აგრეთვე, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.  მუხლი 3. გრანტის გაცემის პრინციპები  გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 11.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 14.05.2018 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 03.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 27.01.2020 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 92% 18.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-3/ნ 2015 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო გრანტის გამცემად განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის N543 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ  სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სამეცნიერო გრანტის (შემდგომში - გრანტი) გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს ცენტრში გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის სამეცნიერო საქმიანობისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით;  ბ) საგრანტო პროგრამა – ცენტრის გენერალური დირექტორის (შემდგომში - გენერალური დირექტორი) მიერ დამტკიცებული პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ;  გ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას;  დ) საგრანტო განაცხადისაგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია;  ე) განმცხადებელი – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომელმაც მიმართა ცენტრს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;  ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილეგანმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული;  ზ) საგრანტო წინადადება – წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა ცენტრს გრანტის მიღების მოთხოვნით;  თ) დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;  ი) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის;  კ) გრანტის მიმღები – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება;  ლ) გრანტის გამცემი – ცენტრი, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს სამეცნიერო საბჭოს მეშვეობით;  მ) სამეცნიერო საბჭო – გენერალური დირექტორის მიერ, ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობისთვის, აგრეთვე, საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, შექმნილი საბჭო;  ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, აგრეთვე, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.  მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის პრინციპები  გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. საგრანტო კონკურსის სუბიექტები საგრანტო კონკურსის სუბიექტია - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; აგრეთვე, ფიზიკური პირი, გარდა, ცენტრის თანამშრომლისა, რომლის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების განხორციელება. საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიულ პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკურ პირი; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება; ცენტრი.  მუხლი 5🔗. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო  ცენტრის საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს ცენტრისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და აგრეთვე, ცენტრის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან, ასევე იმ ხელშეკრულებებიდან, რომლებიც გაფორმებული აქვს ცენტრს და რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერების განვითარებას, ოპერაციულ კვლევებს, ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სხვადასხვა სახის მტკიცებულების მოპოვებას.  მუხლი 6🔗. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება  1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურული ერთეული და გადასცემს სამეცნიერო საბჭოს.  2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამას და საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს.   3. საგრანტო პროგრამა შედგება ცენტრის კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხების თემატიკისაგან.  4. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:  ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია ცენტრის მიერ გრანტის გაცემა;  ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;  გ) საგრანტო ვადას;  დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;  ე) ცალკეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;  ვ) დაფინანსების წყაროს.  5. ცენტრის საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, ცენტრის პრიორიტეტების გათვალისწინებით.  6. საგრანტო პროგრამას ცენტრი შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.  7. საგრანტო პროგრამას, სამეცნიერო საბჭოზე გამოთქმული შენიშვენების გათვალისწინებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, ამტკიცებს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  მუხლი 7🔗. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა  საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია ცენტრის ბიუჯეტში, ან დონორის მიერ გრანტისთვის განკუთვნილ თანხაში შეტანილი ცვლილებით, ასევე პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგრანტო პროგრამის ცვლილების პროექტი, დამტკიცებმადე, შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.  მუხლი 8🔗. სამეცნიერო საბჭოს ფუნქცია  1. ცენტრის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენას და ამ წესით დადგენილ სხვა შესაბამის პროცედურას ახორციელებს ცენტრის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში - საბჭო).  2. საბჭო შექმნილია გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  3. საბჭოს შექმნის, წევრთა არჩევის, სხდომის ჩატარების წესი, ფუნქციები, გრანტის გაცემის პროცედურები, ინტერესთა შეუთავსებლობისა და გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების წესი, გაწერილია გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულ საბჭოს დებულებაში .  მუხლი 9🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება  1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ.  2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან.  3. განცხადება საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს განაცხადის მიღების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ორი კვირით ადრე.  4. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:  ა) გრანტის გამცემის დასახელება;  ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით;  გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები;  დ) შეფასების კრიტერიუმები;  ე) საგრანტო ვადა;  ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა;  ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;  თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი.  მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები  1. საბჭო, საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე, 7 დღის ვადაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.  2 განმცხადებლის მოთხოვნით, საბჭო ვალდებულია 2 დღის ვადაში მას განუმარტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დებულებები.  3. ორგანიზაცია, ან პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული უნდა იქნას.  4. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა.   5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, ან საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე.  მუხლი 11🔗. საგრანტო განაცხადის წარდგენა და განხილვა  1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ საბჭოში შესატან პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან:  ა) საგრანტო წინადადება;  ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება, ორგანიზაციის შემთხვევაში.  2. საგრანტო განაცხადი საბჭოს წარედგინება საგრანტო პროგრამაში არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. დოკუმენტები დგება სახელმწიფო ენაზე.  3. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭოს სხდომაზე.  4. საგრანტო განაცხადები, რომლებიც შეუსაბამოა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, იმავე სხდომაზე ცხადდება დისკვალიფიცირებულად და მათი დოკუმენტაცია შემდგომ გასწორებას/შევსებას არ ექვემდებარება. საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება საკონკურსო განაცხადის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.  5. საბჭოს წევრები ცალ-ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით ხდება ქულათა შეჯამება.  6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საბჭო, ცენტრის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.  მუხლი 12🔗. საგრანტო განაცხადი  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართავს საბჭოს. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღების თარიღად და დროდ ითვლება მათი გამოგზავნის თარიღი და დრო, რომელიც მითითებულია ელექტრონულ ფოსტაზე. განაცხადი მიღებულად არ ითვლება, თუ განმცხადებელს არ დაუბრუნდა შეტყობინება, იმის შესახებ რომ დოკუმენტები მიღებულ იქნა და შესაძლებელია მისი წაკითხვა. საგრანტო განაცხადში უნდა მიეთითოს: ა) გრანტის გამცემის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი.); გ) მოთხოვნა გრანტის მიღების შესახებ; დ) განაცხადზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი; ე) განაცხადის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.  მუხლი 13🔗. საგრანტო წინადადება  საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს:  ა) რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას. ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურებას დამოუკიდებლად შეასრულებს თუ ისარგებლებს ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) შესაძლებლობით;  ბ) გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;  გ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს/ხარჯთაღრიცხვას;  დ) შესრულების ვადას;  ე) მოსალოდნელ შედეგს;  ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ;  ზ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებას.  მუხლი 14🔗. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები  1. საბჭო საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.  2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში ცენტრის ოფიცილურ ვებგვერდზე.  3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია:  ა) დასმული სამეცნიერო საკითხის გადაწყვეტის მეთოდი;  ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა;  გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება.  4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს.  5. საგრანტო წინადადებები ფასდება საბჭოს მიერ ცალ-ცალკე საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით.  მუხლი 15🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა  1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ საბჭო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.  2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.  3. შერჩევის პროცესში საბჭო ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად:  ა) საგრანტო განაცხადები, რომელთა მიმართ არსებობს დისკვალიფიკაციის საფუძველი;  ბ) საგრანტო განაცხადები, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს;  გ) საგრანტო განაცხადები, რომლებსაც აქვს ტექნიკური ხარვეზი და ექვემდებარება გამოსწორებას.  4. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით.  5. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:  ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის;  ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე;  გ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის;  დ) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი;  ე) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.  6. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს განმცხადებლის მიერ მისი გამოვლენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.  მუხლი 16🔗. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა  1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ-ცალკე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობით) და/ან დამოუკიდებელი ექსპერტისაგან.  2. საგრანტო კონკურსის ერთ მიმართულებაზე გამარჯვებულად შესაძლებელია გამოცხადდეს სხვადასხვა განმცხადებლის მიერ წარდგენილი ერთზე მეტი საგრანტო წინადადება.  3. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა საშუალო საფუძველზე.  4. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს, თუ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგრანტო წინადადების უარყოფის შესახებ.  5. თუ საგრანტო წინადადებამ მიიღო მაქსიმალური ქულის ნახევარზე ნაკლები, საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს დასვას საგრანტო წინადადების უარყოფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება საგრანტო წინადადების უარყოფას. თუ კენჭისყრის შედეგად საგრანტო წინადადება არ იქნა უარყოფილი, იგი ჩაითვლება მიღებულად.  6. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით. კენჭისყრის შედეგად ორი ან რამდენიმე საგრანტო წინადადების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში საგრანტო წინადადების განხილვისა და შესწავლის პროცედურა იწყება თავიდან.  7. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ საჯაროდ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.  მუხლი 17🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა  საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.  მუხლი 18🔗. გასაჩივრება  1. გრანტის გამცემის და საბჭოს ნებისმიერი ქმედება ან/და გადაწყვეტილება ან საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  2. საბჭოს ქმედება ან/და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გრანტის გამცემთან ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  3. გრანტის გამცემის ქმედება ან/და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 19🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება  1. სამართლებრივი ურთიერთობა ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით.  2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება, გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ.  3. საბჭო, წერილობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წარუდგენს გენერალურ დირექტორს. გენერალური დირექტორი, გადაწყვეტილებას გადასცემს ცენტრის საფინანსო დეპარტამენტს საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად.  4. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის მიმღები ცენტრს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ასევე ცნობას ბანკიდან მის არსებულ ანგარიშებზე საინკასო დავალებების არარსებობის შესახებ.  5. ცენტრი უფლებამოსილია, საგრანტო დაფინანსების მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის (თითოეული საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობა 1 წელია) დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ბიუჯეტში განახორციელოს ცვლილება.  6. დაუშვებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება, თუ გასაჩივრებულია საბჭოს გადაწყვეტილება გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და სუბიექტი მოითხოვს საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ან/და ძალადაკარგულად გამოცხადებას.  7. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.  8. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი, თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და ცენტრს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს.  9. ნატურალური ფორმით გრანტის გაცემის შემთხვევაში, გამოყენებული/გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების საკითხი რეგულირდება გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.  10. გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის, გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა, იდება საგრანტო ხელშეკრულება.  11. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა:  ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;  ბ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი;  გ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი.  12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ. სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი.  13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 7 დღის ვადაში გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.  მუხლი 20🔗. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი  საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:  ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;  ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ;  გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას;  დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;  ე) ცენტრის მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას, და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს;  ვ) გრანტის გაცემის მიზნებს;  ზ) პროექტის დეტალურ ბიუჯეტს/ხარჯთაღრიცხვას;  თ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;  ი) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;  კ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;  ლ) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  მ) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;  ნ) ანგარიშგების წესს;  ო) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;  პ) დავის გადაწყვეტის წესს;  ჟ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს.  მუხლი 21🔗. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა  1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში გრანტის გამცემის ჩარევა დაუშვებელია.  2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ წესითა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება.  მუხლი 22🔗. საგრანტო პროექტის მონიტორინგი  1. ცენტრი მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.  2. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ცენტრი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.  3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან.  4. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრი ეყრდნობა გრანტის მიმღებთა მიერ ამოცანების შესრულების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას. 5. ხელშეკრულების შესრულების ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს; დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტლებში. 6. პროგრამული კონტროლის განხორციელება მიზნად ისახავს დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაბეჭდი, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით. 7. საგრანტო პროექტის შესრულების კონტროლის განხორციელებისას ამოცანის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ამოცანის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  8. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ცენტრი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას.  მუხლი 23🔗. საგრანტო დაფინანსების შეჩერება/შეწყვეტა  1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ცენტრი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით.  2. თუ გრანტის მიმღები დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, ცენტრი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.  3. დარღვევის აღმოფხვრამდე ცენტრი ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა.  4. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.  5. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები.  მუხლი 24🔗. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება  თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით.  მუხლი 25🔗. გრანტის დასრულება  1. საგრანტო პროექტი დასრულებულად ჩაითვლება, თუ პროექტის ფარგლებში ცენტრის მიერ ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია ანგარიშები, დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.  2. ცენტრი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.  3. ცენტრი უფლებამოსილია დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებს შეაფასებინოს გარკვეული დასრულებული საგრანტო პროექტები.