აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალის დაკარგვა 14.05.2021
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.102.016102
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ქონების დასახელება |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტაციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.05.2021
- აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის და ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.05.2021
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი
ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების
განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2-ის შესაბამისად).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3-ის შესაბამისად).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4-ის შესაბამისად).
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 ივნისის #8 დადგენილება.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი №1
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში ,,ორგანიზაცია“) - აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის მიზანი
ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენს:
ა) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი;
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენა;
გ) გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა;
დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების შენახვის წესებისა და პირობების შემოწმება;
ე) არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება;
ვ) ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება;
ზ) აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტიური ნაშთების შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან.
მუხლი 5🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამგებლის ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. საინვენტარიზაციო კომისია:
ა) ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერას, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით, ხოლო მატერიალური პასუხისმგებელი პირის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ, როგორც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა, მიეთითება ინვენტარიზაციის აქტში და საინვენტარიზაციო აღწერა განხორციელდება ადგილმდებარეობის მიხედვით;
ბ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს;
გ) ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზური აღრიცხვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს არაფინანსური აქტივების და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შენახვისა და დაცვის გასაუმჯობესებლად;
ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე;
ვ) ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
7. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგელობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს - საკონტროლო ლუქი, რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან.
9. საინვენტარიზაციო კომისიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-6 , მე-7 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი მატერიალური საშუალებების ჩამოწერა ხორციელდება, როცა:
ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობის გამო არ შეიძლება გარემონტდეს (აღდგეს) და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ;
ბ) უვადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მისულია გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში, თუ შეუძლებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის აღდგენა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.
გ) მატერიალური საშუალებებისათვის დაწესებული ტექნიკური რესურსის გასვლა არ შეიძლება იყოს ჩამოწერის საფუძველი, თუ მატერიალური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობით, ან რემონტის შემდეგ ვარგისია დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენებისათვის.
2. ქონების ჩამოწერის საკითხებს იხილავს საინვენტარიზაციო კომისია საინვენტარიზაციო მასალების საფუძველზე და გადაწყვეტილება ქონების ჩამოწერის შესახებ მტკიცდება შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ;
3. საინვენტარიზაციო კომისია შეისწავლის ამორტიზებული, გამოუყენებელი, დაკარგული ან განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ნაკეთობის ტექნიკური პასპორტით, ფორმულარით, ქარხანა-დამამზადებლის ინფორმაციითა და სხვა საცნობარო მასალის საფუძველზე, მასალების ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის ცვლილებების გათვალისწინებით ასაბუთებს მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენების მიზანშეუწონლობას და შესაბამისად მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას.
4. მატერიალური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და სალიკვიდაციო აქტების შედგენა წარმოებს იმ თანამდებობის პირთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩამოსაწერი ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე, აღრიცხვიანობასა და დაცვაზე.
5. ჩამოსაწერი ქონების რაოდენობის, ფიზიკური და საბუღალტრო ღირებულების შეფასებას ახდენს საინვენტარიზაციო კომისია და ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია ვერ ადგენს ჩამოსაწერი ქონების ღირებულებას, კომისიის გადაწყვეტილებით ქონების ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტი დადასტურდება ან შეფასება ხდება დამოუკიდებელი აუდიტორის ან ექსპერტის მიერ .
6. ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტის შედგენის შემდგომ საინვენტარიზაციო კომისია ადგენს აქტს ქონების ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო საჭიროების ან/და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ქონების რეალიზაციის შესახებ.
7. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს.
8. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის, თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
მუხლი 9🔗.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის წესი
თვითმმართველი ერთეულის – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
დანართი №2
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით
საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№
ქონე ბის დასახ ელება
ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი)
ბუღალტ რული ცვეთა გადაფა სებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფა სებამდე
ნარჩენი საბალან სო ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი, გრ5-გრ9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულე ბის საფუძველზე
ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)
საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ რივი მდგომარე ობით %
საბოლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი –––––––––––
ხელმძღვანელი
–––––––––––
3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა.
დანართი №3
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა)
ღირებულების დადგენის აქტი
20 ––––––– წლის მდგომარეობით
№
ქონე ბის დასახ ელება
ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი)
ბუღალტ რული ცვეთა გადაფა სებამდე
ფიზიკუ რი ცვეთა გადაფასე ბამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი), გრ. 5-გრ. 9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულე ბის საფუძველზე
ღირებუ ლება გადაფასე ბის შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)
საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ რივი მდგომარე ობით %
საბოლოო ბუღალტ რული მდგომარე ობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი
ხელმძღვანელი
––––––––––– –––––––––––
3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა.
დანართი 4
ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
ქონების ლიკვიდაციის აქტი
20 ––––– წლის „–––––––„ ––––––––––––––––––––––––––––
დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№
ქონების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა გადაფასებამდე
% ლარი
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––
–––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––
შექმნილი 20 წ. –––––– –––––––––––––
––––––– № –––––––––––––––––––––––
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ––––––– საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––– (ქონების დასახელება)
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი –––––––––
–––––––––––––––––––––
2. საწყისი საბალანსო ღირებულება: ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––
3. ქონების ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) ––––––––––––––––––––––
––––––––;
ბ) ––––––––––––––––––––––
––––––––;
გ) –––––––––––––––––––––––
–––––––;
კომისიის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––––––––––––––––
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––
3. –––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––
4. –––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––
ვამტკიცებ:
კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––
––––––––––––
ბ.ა.
ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა (ლარი)
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (––––––––––––––) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მთავარი ბუღალტერი –––––––––––– „ –––––” –––––––––––––––––– 20 –––– წელი
კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––
ბ.ა.