აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
წ ე ს ი
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში ,,ორგანიზაცია“) - აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
ა) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი;
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენა;
გ) გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა;
დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების შენახვის წესებისა და პირობების შემოწმება;
ე) არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება;
ვ) ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება;
ზ) აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტიური ნაშთების შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. საინვენტარიზაციო კომისია:
ა) ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერას, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით, ხოლო მატერიალური პასუხისმგებელი პირის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ, როგორც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა, მიეთითება ინვენტარიზაციის აქტში და საინვენტარიზაციო აღწერა განხორციელდება ადგილმდებარეობის მიხედვით;
ბ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს;
გ) ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზური აღრიცხვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს არაფინანსური აქტივების და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შენახვისა და დაცვის გასაუმჯობესებლად;
ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე;
ვ) ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
7. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგელობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს - საკონტროლო ლუქი, რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან.
9. საინვენტარიზაციო კომისიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-6 , მე-7 მუხლების შესაბამისად.
ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობის გამო არ შეიძლება გარემონტდეს (აღდგეს) და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ;
ბ) უვადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მისულია გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში, თუ შეუძლებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის აღდგენა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.
გ) მატერიალური საშუალებებისათვის დაწესებული ტექნიკური რესურსის გასვლა არ შეიძლება იყოს ჩამოწერის საფუძველი, თუ მატერიალური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობით, ან რემონტის შემდეგ ვარგისია დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენებისათვის.
2. ქონების ჩამოწერის საკითხებს იხილავს საინვენტარიზაციო კომისია საინვენტარიზაციო მასალების საფუძველზე და გადაწყვეტილება ქონების ჩამოწერის შესახებ მტკიცდება შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ;
3. საინვენტარიზაციო კომისია შეისწავლის ამორტიზებული, გამოუყენებელი, დაკარგული ან განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ნაკეთობის ტექნიკური პასპორტით, ფორმულარით, ქარხანა-დამამზადებლის ინფორმაციითა და სხვა საცნობარო მასალის საფუძველზე, მასალების ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის ცვლილებების გათვალისწინებით ასაბუთებს მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენების მიზანშეუწონლობას და შესაბამისად მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას.
4. მატერიალური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და სალიკვიდაციო აქტების შედგენა წარმოებს იმ თანამდებობის პირთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩამოსაწერი ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე, აღრიცხვიანობასა და დაცვაზე.
5. ჩამოსაწერი ქონების რაოდენობის, ფიზიკური და საბუღალტრო ღირებულების შეფასებას ახდენს საინვენტარიზაციო კომისია და ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია ვერ ადგენს ჩამოსაწერი ქონების ღირებულებას, კომისიის გადაწყვეტილებით ქონების ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტი დადასტურდება ან შეფასება ხდება დამოუკიდებელი აუდიტორის ან ექსპერტის მიერ .
6. ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტის შედგენის შემდგომ საინვენტარიზაციო კომისია ადგენს აქტს ქონების ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო საჭიროების ან/და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ქონების რეალიზაციის შესახებ.
7. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს.
8. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ––––––––––– ხელმძღვანელი ––––––––––– 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 ––––––– წლის მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ხელმძღვანელი ––––––––––– ––––––––––– 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქონების ლიკვიდაციის აქტი
20 ––––– წლის „–––––––„ –––––––––––––––––––––––––––– დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის შემადგენლობა: ––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––– ––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––– შექმნილი 20 წ. –––––– ––––––––––––– ––––––– № ––––––––––––––––––––––– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ––––––– საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––– (ქონების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ––––––––– ––––––––––––––––––––– 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: –––––––––––––––––––– –––––––––––––––––––– 3. ქონების ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) –––––––––––––––––––––– ––––––––; ბ) –––––––––––––––––––––– ––––––––; გ) ––––––––––––––––––––––– –––––––; კომისიის დასკვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები: 1. ––––––––––––––––––––––––––– 2. ––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––– 3. ––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––– 4. ––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––– ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––– –––––––––––– ბ.ა. ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (––––––––––––––) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მთავარი ბუღალტერი –––––––––––– „ –––––” –––––––––––––––––– 20 –––– წელი კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||