სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ შპს „აკვაპარკი“ და მანანა მიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2014 წლის 25 დეკემბერი
ქ. დუშეთი
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისას) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი