სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. სიღნაღი |
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ოდენობა 1 კვ/მ -ზე 1 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1.
სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.2.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.3.
პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №3 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“?
- „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“ მიღებულია 22.10.2014. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.168.016135.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.03.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“, №37, 22.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.168.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2550206/