საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №697
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018317
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,601 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 89% 02.02.2015 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 25.12.2014 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 26.11.2014 იზოლდა შანიძე საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 86% 10.12.2021 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 86% 26.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №697 2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №105 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი. 2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის  ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი. 3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის   ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. 4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1038 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის  ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. 5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივნისის №528 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის ბაზაზე დაფუძნდეს და მის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. 6. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის №79 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი  „ერისიონის“ ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“. 7. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ნოემბრის №888 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლი „ბასიანის“ ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანსამბლი „ბასიანი“. 8. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №523 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“. 9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №391 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გორის ქალთა კამერული გუნდი. 10. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 იანვრის №14 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი. 11. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის №505 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მწერალთა სახლი. 12. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი. 13. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის №92 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი. 14. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის N№533 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 15. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ივლისის №525 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი. 16. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 17. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №63 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი. 18. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №932  ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე. 19. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბერის №933 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის  ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი. 20. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბერის №931 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. 21. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბერის №934 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. 22. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს №493 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი. 23. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი. 24. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №87 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე მაჩაბლის მუზეუმი. 25. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №49 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი. 26. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №84 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.   27. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის №1041 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი. 28. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №47 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. 29. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 ნოემბრის №937 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი. 30. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თელავის ისტორიული მუზეუმის  ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თელავის ისტორიული მუზეუმი. 31. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №45 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი. 32. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №71 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი. 33. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №86 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. 34. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №48 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი. 35. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №62 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის  სახელმწიფო ისტორიული  მუზეუმი. 36. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის №597 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი. 37. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №51 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. 38. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს №698 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და  მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 39. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის №497 ბრძანებულების  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სმირნოვების მუზეუმის  ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სმირნოვების მუზეუმი. მუხლი 2🔗 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა, მათი დებულებების/წესდებების დამტკიცება/ცვლილება და ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ამავე დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი დირექტორების/გენერალური დირექტორების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.         პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი