ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71 |
|
2014 წლის 26 დეკემბერი ქ.ლაგოდეხი |
|
წესი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი (შემდგომში- წესი) განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ბ) პრემია – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;
გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;
დ) ზემდგომი თანამდებობის პირი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ე) დასაქმებული პირები - თანამდებობის პირები (გამგეობა/საკრებულო) და სხვა საჯარო მოსამსახურეები (საკრებულოს აპარატის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეები).
1. პრემია გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
2. პრემიის მიზნებია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
1. პრემიის გაცემაზე ინიცირების უფლება აქვს გამგებელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის უფროსისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებისათვის.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება პრემიის გაცემის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
3. გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე იღებს გამგებელი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირების მიმართ, საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების მიმართ, ხოლო გადაწყვეტილებას საკრებულოს თანამდებობის პირების მიმართ - საკრებულო.
1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.167.016184.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №71, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016184 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2652267/