ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2014 ძალადაკარგული 02.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.167.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ.ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შეასახებ“ 41-ე მუხლის „ე“ პუნქტის  შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება,  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.       

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე



დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2.  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა)მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;

ბ) თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; ასევე, უზრუნველყოს  თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;

გ)  მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება;

დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მიმდინარე მოვლენების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის  ოპერატიული გამოქვეყნება;

ე)   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროაქტიური წესის თანახმად,  აღნიშნულ წესს დაქვემდებარებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.lagodekhi.org.ge.

მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ)  ვებ-გვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას   საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის.

ე)  ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

მუხლი 3. ინფორმაციის  წყაროები,  კატეგორიები და სტატუსი

1. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;

ე)  საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

მუხლი 4. ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე  ვებგვერდის ადმინისტრატორი.

მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა :

1. ვებ-გვერდზე (ზედა მენიუ) განთავსდება მთავარი გვერდი (ახალი ამბები), მუნიციპალიტეტის  შესახებ (სიმბოლიკა, სტატისტიკა, მოსახლეობა, დასახლებები), ისტორია/გეოგრაფია,  გალერეა (ფოტო/ვიდეო), ბმულები და კონტაქტები.

2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებები და ქვეგანყოფილებებია:

)  გამგეობა:

ა.ა) დებულება;

ა.ბ) გამგებელი;

ა.გ) გამგებლის მოადგილეები;

ა.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები.

) საკრებულო:

 ბ.ა)   დებულება (რეგლამენტი;)

ბ.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ბ.გ)  საკრებულოს წევრები; საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);

ბ.დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);

ბ.ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);

ბ.ვ)  საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);

ბ.ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.

)  საჯარო ინფორმაციის გვერდი:

გ.ა)   საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (ტელეფონი, თანამდებობა,  e.mail);

გ.ბ)  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების წესი;

გ.გ) პროაქტიურ გამოქვეყნებას დაქვემდებარებული საჯარო ინფორმაციები.

)  თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები:

დ.ა)   წესდებები;

დ.ბ)  ადმინისტრაცია.

)  მაჟორიტარი დეპუტატი:

) ბიუჯეტი:

) განათლება:

ზ.ა) რესურსცენტრი;

ზ.ბ) საჯარო სკოლები;

ზ.გ)  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები.

) კულტურა, სპორტი:

თ.ა) კულტურის სახლები;

თ.ბ) ანსამბლები;

თ.გ) ძეგლები, ღირსშესანიშნაობები;

თ.დ) მუზეუმები, ბიბლიოთეკები.

) ჯანდაცვა და სოციალური სფერო:

ი.ა) ჯანდაცვის ობიექტები;

ი.ბ) სოც. პროგრამები (გაცემის წესი);

ი.გ) სოც. სააგენტო.

კ) ინფრასტრუქტურა:

ლ) სოფლის მეურნეობა:

მ) ტურიზმი:

მ.ა) სასტუმროები (კერძო, საოჯახო);

მ.ბ) რესტორნები;

მ.გ) ტურისტური მარშრუტი.

ნ) რელიგია:

ო) საზოგადოება:

 ო.ა) არასამთავრობოები;

ო.ბ) პარტიები.

პ) მართლწესრიგი:

პ.ა) პროკურატურა;

პ.ბ) პოლიცია;

პ.გ) სასამართლო;

პ.დ) ადვოკატურა.

ჟ) კანონმდებლობა:

 რ) ვაკანსიები: