სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდისათვის)
ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 16 განცხადება. აქედან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 15 (თხუთმეტი) განცხადება, ერთი კი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა სხვა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. შემოსული განცხადებებიდან 15 (თხუთმეტი) გახლდათ იურიდიული პირებისაგან, 1 (ერთი) ფიზიკური პირისაგან.
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში 5 (ხუთი) განმცხადებელს ეცნობა წერილობით ათდღიანი ვადის განსაზღვრის შესახებ;
გ) 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
დ) სახელწიფო რწმუნებულს – გუბერტნატორს განკარგულების საფუძველზე დადგენილი აქვს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა კაკაჩია.
ე) ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნულ პროგრამაში.
ვ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოშობილა.