ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2014 წლის 25 დეკემბერი ქ. მარტვილი |
|
მცირე სახელმწიფო გერბი, მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ო ქ მ ი N
201_ წლის ---- --------------- ---------------------------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში - „წესი“) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის2 აგვისტოს N669 ბრძანების საფუძველზე.
2. წესის მიზანია მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების რეგულირება.
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა პოლიგრაფიულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს (შემდგომში - „სამსახურის უფროსი“), ან პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ოქმებს ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსოში.
სამსახურის უფლებამოსილი პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს შესაბამის უწყებას.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს
სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა
შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭების ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი5
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პირი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.12.2014. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.109.016139.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.04.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №47, 25.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016139 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2653378/