1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის  სამსახურებია:

ა) საორგანიზაციო სამსახური;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) კადრების სამსახური;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ვ) ქონების მართვის, სტატისტიკისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური;

ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური;

კ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს  საკრებულოს  დამტკიცების მიზნი