საორგანიზაციო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის მუშაობის  დაგეგმვა და ორგანიზაცია, გამგეობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელსეწყობა, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია, თანამშრომელთა  სამუშაოთა აღწერილობების მომზადება, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შეფასება;

იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სამართლებრივი მომსახურება, მუნიციპალიტეტში მიღებული ნორმატიული აქტებისა და თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების კანონთა შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების მომზადება, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

კადრების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, გამგეობის მუშაკთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკების წარმოება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგამოების კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებასა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, გამგეობის მოსამსახურეთა ატესტირების, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება, უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა;

მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა–ინვენტარიზაცია, მისი მოვლა–პატრონობა, მუნიციპალიტეტის საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით მომარაგება, შესყიდვების გეგმის მომზადება, მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი, შენობა–ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის, სხვა ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რემონტი, დაცვა და ტექნიკური მომსახურება;

5. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა,  გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, მუნიციპალიტეტის საბუღალტრო მომსახურების უზრუნველყოფა;

6. ქონების მართვის, სტატისტიკისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია,  მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, შესაბამისი პროექტების მომზადება–განხორციელების უზრუნველყოფა, სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება;

7. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულ სფეროთა ობიექტების მუშაობის კოორდინაცია. წინადადებების მომზადება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

8. ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაცია, ვეტერანთა რეგისტრაცია, მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, წინადადებების მომზადება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ობიექტების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

9. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის  დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა. სახელმწიფო სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის  შესწავლა და ანალიზი, სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და  სხვა  რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მოღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება, ფინანსური მართვის და  კონტროლის სისტემის  ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება.

10. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

11. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

თავი IV. გამგეობის საჯარო მოსამსახურეე