ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
matsne.gov.ge 750 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებოიბების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 17.12.2015 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.06.2015 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 21.05.2015 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.09.2014 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების,შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №64 2014 წლის 29 დეკემბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16  მუხლის მე-3 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების - დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით. ბინა მრავალბინიან სახლში - მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისთვის. დაინტერესებული პირი - ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. შენობა - მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისთვის. ინდექსი - რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები გადაწყგადაწყვეტილებას  ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს ა) შენობა/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/ შენობებისთვის მინიჭებული ნომრების არევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/ სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის გაყოფა; გ) ბინების შეერთება; დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. მუხლი 7🔗. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე , არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით. კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი საკითხს ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისის სამსახური, რომელიც ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ნუმერაციის თაობაზე, ყოველ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი (ბრძანება) დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შტანის მიზნით. მუხლი 9🔗. ცვლილებისა და დამატების შეტანა ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.